logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქობულია: ტურიზმის კვარტალური შედეგების გამჭვირვალე შეჯამება ახალი ინსტრუმენტია სექტორის კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის
ქობულია: ტურიზმის კვარტალური შედეგების გამჭვირვალე შეჯამება ახალი ინსტრუმენტია სექტორის კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის
13:49 11.04.2019
„ჩვენ დავიწყეთ ახალი ინსტრუმენტის გამოყენება - ეს არის ტურიზმის მაჩვენებლების კვარტალური შეჯამება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამჭვირვალე ფორმატში ინდუსტრიის ძირითად მონაწილეებთან ერთად ვიმსჯელოთ, რა იყო შედეგი, როგორ დავსახოთ და დავაკორექტიროთ გეგმები, ასევე მივიღოთ რჩევა კერძო სექტორისგან, რომლებიც ტურიზმის სფეროში საქმიანობენ“ - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ სასტუმრო „შერატონში“ გამართული პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად კვარტალური შეჯამების ფორმატში წარმოადგინა 2019 წლის პირველი სამი თვის შედეგები.

„ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელიც ასევე აჩვენებს, თუ რამდენად კარგად არის ჩვენთან განვითარებული ტურიზმის სტატისტიკის სამსახური - გვაქვს საკმაოდ დეტალური ციფრები, თუ ვინ ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, რატომ ჩამოდის, რამდენ დღეს დაჰყოფს საქართველოში, რამდენს დახარჯავს და ა.შ. ეს სტატისტიკური ინფორმაცია უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად“ - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას თქმით, ტურიზმის საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან. „ჩვენი სტრატეგიის ძირითადი შემადგენელი ნაწილი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა, რომლებიც, მათ შორის, მოდიან ისეთი განვითარებული და მდიდარი ქვეყნებიდან, როგორიცაა ევროკავშირის სახელმწიფოები. ეს ზრდა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ ეს აბსოლუტური ციფრები კიდევ გავზარდოთ“ - აღნიშნა მინისტრმა. მისი განცხადებით, ამისთვის ეკონომიკის სამინისტროს აქვს ძალიან კონკრეტული სტრატეგია, რომელიც, მათ შორის, მოიცავს პირდაპირი რეისების განვითარებას, სარეკლამო კამპანიას, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, საგანმანათლებლო სისტემას, ქვეყნის შიგნით ინფრასტრუქტურის განვითარებას და ა.შ. „ამიტომ ვთვლი, რომ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ვდგავართ ძალიან კარგ ტრაექტორიაზე და ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც დღევანდელი შეხვედრა და პირველი კვარტლის მაჩვენებელების შეფასება“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, საქართველოში განხორციელებული ვიზიტების სტრუქტურა უმჯობესდება და იზრდება ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, შედარებით მაღალმხარჯველიანი სეგმენტების წილი.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორები (საშუალო დანახარჯი 2,342) ხარჯავენ მეზობელ ქვეყნების ვიზიტორებზე (საშუალო დანახარჯი 782) უფრო მეტს, საჰაერო გზით (საშუალო დანახარჯი 2,308) შემოსული ვიზიტორების ბიუჯეტი, როგორც წესი, აღემატება სხვა საზღვრის ტიპით მოსარგებელე (საშუალო დანახარჯი 660 ლარი) ვიზიტორების ბიუჯეტს, ტურისტული ვიზიტი (საშუალო დანახარჯი 1,512) კი მოიცავს ღამისთევას, რაც იმის წინაპირობაა, რომ ვიზიტორი ქვეყანაში უფრო მეტ თანხას დახარჯავს, ვიდრე ერთდღიანი ვიზიტორი (საშუალო დანახარჯი 296).

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობას, 2019 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ეს ციფრი 1,617,548 შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2,2%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ მარტის თვე ყველა ტიპის საერთაშორისო ვიზიტებისთვის რეკორდული გამოდგა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა +29.7%-ით, ხოლო წილმა მთლიანად საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობაში 4,4% (წინა წელს ეს მაჩვენებელი 3,4% იყო). განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ლატვია (+84.5%), სლოვაკეთი (+81.8%), პოლონეთი (+79.1%), ჩეხეთი (+66.8%) ლიტვა (+43.3%), გერმანია (+30.8%).
აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან 3,2 მლრდ დოლარი შეადგინა. ზრდა წინა წელთან შედარებით 518 მილიონ აშშ დოლარია. 2018 წელს ასევე გაიზარდა ტურიზმის დამატებული ღირებულება და ამ ციფრმა 2,7 მლრდ ლარი შეადგინა (+21,5%).
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა