logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირინე ფრუიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა
ირინე ფრუიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა
13:00 11.04.2019
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირინე ფრუიძემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში ეროვნული პარლამენტების როლზე და ამ კუთხით საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა.

„დღეს წარმოდგენილმა ორივე ანგარიშმა დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ პროცესში პარლამენტის როლი. თუმცა, ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის საბჭოს მხოლოდ რამდენიმე წევრი სახელმწიფოს პარლამენტმა აღიარა ეს საჭიროება და კიდევ უფრო ცოტაა იმათი რიცხვი, ვინც შესაბამისი ზომების მიღება დაიწყო.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტმა აღიარა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში პარლამენტის როლის მნიშვნელობა - ჯერ კიდევ გასულ წელს მოახდინა თვითშეფასება და დაიწყო გრძელვადიანი სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციისა და მონიტორინგის მიზნით“, - აღნიშნა ირინე ფრუიძემ.

მისივე თქმით, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პარლამენტში ამ პროცესის ინსტიტუციონალიზაციას მოახდენს.

ჩვენია ამოცანაა უზრუნველვყოთ შემდეგი მიზნების განხორციელება:
1. საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და პოლიტიკის შემუშავების პროცესი ხელს უწყობს საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას;
2. საბიუჯეტო პროცესი ასახავს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საჭიროებებს;
3. საქართველოს პარლამენტი ეფექტიან ზედამხედველობას უწევს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას საქართველოს მთავრობის მიერ;
4. მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესი ღია და ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისათვის“, - განაცხადა ქართველმა პარლამენტარმა.

ირინე ფრუიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გარდა ამისა, გადაიდგა რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი, კერძოდ: პარლამენტის კომიტეტებს დაევალათ, რომ მათ სამოქმედო გეგმაში დაამატონ სექცია, რომელიც მათი აქტივობების მდგრადი განვითარების მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისობას განაპირობებს, რაც ეროვნული პოლიტიკისა და გლობალური დღის წესრიგის მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. ეს კი ხელს უწყობს ამ პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ცნობადობის ამაღლებას. ასევე, არაერთმა კომიტეტმა სამოქმედო გეგმით აიღო ვალდებულება, შეაფასოს შესაბამისი სამინისტროების ანგარიშები, რათა განისაზღვროს ის პროგრესი, რაც მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით იქნება მიღწეული.

უნდა გვახსოვდეს, რომ პარლამენტებს ესაჭიროებათ ეფექტური შიდა კოორდინაციის მექანიზმების განვითარება. ასევე, აუცილებელია პარლამენტის წევრების ცნობადობის ამაღლება მდგრადი განვითარების მიზნების კუთხით. ამავდროულად, იმისათვის, რომ პროცესს არავინ გამოაკლდეს, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს მისი მაქსიმალური ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, - განაცხადა საპარლმენტო დელეგაციის წევრმა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს პროცესი იყოს წარმატებული, უნდა მოხდეს ძალების გაერთიანება, თანამშრომლობა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება.

„საერთაშორისო თანამშრომლობა გადამწყვეტია ამ პროცესის საბოლოო წარმატებისთვის. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში შენარჩუნება“, - აღნიშნა ირინე ფრუიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა