logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლაშა მიქავა საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიურ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
ლაშა მიქავა საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიურ ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
10:56 10.04.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიურ ფორუმში WSIS Forum-2019 მონაწილეობს. ფორუმი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) თანაორგანიზებით და გაერო-ის იმ ორგანიზაციების ჩართულობით მიმდინარეობს, რომლებიც მუშაობენ WSIS-ის სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე, როგორიცაა: UNESCO, UNCTAD, UNDP და სხვ.

ფორუმის განსახილველ თემატიკას წარმოადგენს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით 2030 წლამდე პერიოდში. აღნიშნულ ღონისძიებაში 193 ქვეყნის ტელეკომუნიკაციების ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ფორუმის პანელზე „ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა“ სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ ისაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერნეტთან წვდომის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად და ქალაქსა და სოფელს შორის არსებული ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის მიმართულებით.

ფორუმის ფარგლებში ლაშა მიქავამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ITU-ს განვითარების ბიუროს ხელმძღვანელთან და ბულგარეთის, რუმინეთის, ირანის, სომხეთის ტელეკომუნიკაციების მინისტრებთან. შეხვედრის ძირითადი თემა შეეხებოდა სატელეკომუნიკაციო ჰაბის ფორმირებასა და ამ მიმართულებით მხარეთა თანამშრომლობას, ამასთან ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით მხარეთა გამოცდილების გაზიარებას და ციფრული ეკონომიკის მიმართულებით განვითარების სამომავლო გეგმებს.

10 აპრილს დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ლაშა მიქავას შეხვედრა ITU-ს გენერალურ მდივანთან და google-ს წარმომადგენლებთან.

საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიურ ფორუმი WSIS Forum-2019 12 აპრილს დასრულდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა