დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით შევიტანთ კორექტივებს საბანკო რეგულაციებში, თუ ეს იქნება საჭირო,
- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„ყველას მოვუწოდებთ, ნუ ვისმჯელებთ შედეგებზე ორი-სამი თვის მიხედვით. ჩვენ ცოტა მეტი დაკვირვება გვინდა. როგორც არაერთხელ გვითქვამს, დაკვირვების შედეგებზე დამყარებით შევიტანთ კორექტივებს რეგულაციებში, თუ ეს იქნება საჭირო. რაც მთავარია, თვითონ რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, ანუ ძირითადად ეს გენერალური მიმართულება იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს და რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც მიიღებს კრედიტს იმისთვის, რომ მაცივარი ან ტელევიზორი იყიდოს, ამის გამო მერე შავ სიაში ხვდება და შეიძლება ბინაც კი ჰქონდეს გასაყიდი. ჩვენ ამას აღვკვეთთ, უკვე აღვკვეთეთ და ამას არ გადავუხვევთ“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
მისივე თქმით, უშუალოდ რეგულაციებში გარკვეული კორექტივების შეტანისთვის მმართველი გუნდი ყოველთვის მზად იყო.

















