logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ღვინის მწარმოებელი 3 კომპანია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
ღვინის მწარმოებელი 3 კომპანია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
14:36 08.04.2019
ღვინის მწარმოებელი კომპანიები - „ბოლერო ენდ კომპანი“, „ძმები ასკანელები“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ ერთობლივ განცხადებას ავრველებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ამა წლის 23 მარტს ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გავიდა სიუჟეტი, რომლის მიზანიც ჩვენი კომპანიების საქმიანი რეპუტაციის შელახვა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო. კერძოდ, სამივე კომპანია იქნა დადანაშაულებული ხორბლის სპირტის შერევით ღვინის სპირტის ფალსიფიცირებასა და ამ ფალსიფიცირებული პროდუქტის ექსპორტში. აღნიშნულთან დაკავშირებით სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ:

სიუჟეტში დასახელებული სამი კომპანიიდან ორს, „დუგლაძეებს“ და „ძმებ ასკანელებს“ არანაირი შეხება სპირტის იმპორტთან არ ჰქონია და არა აქვს.

„ბოლერო ენდ კომპანის“ გააჩნია ღვინის სპირტის საკმარისი მარაგები, რომელიც დაგროვილია 2006-2013 წლებში. სწორედ ამ მარაგებიდან ხდება უმაღლესი ხარისხის ღვინის სპირტის ექსპორტი (ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში).

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი კომპანიების ექსპორტზე გატანილ პროდუქციას ამოწმებს მიმღები მხარის უმაღლესი კლასისა და უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ლაბორატორიები, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს ფალსიფიცირებული საქონლის ექსპორტს.

მიუხედავად ამისა რუსთავი2-ის ეთერში გასული სიუჟეტის გამო ჩვენს საქმიანობაში წარმოიშვა მთელი რიგი შემაფერხებელი გარემოებები, რაც უკვე საგრძნობ ზარალს აყენებს ბიზნესს. მავანმა ამ ყალბი სიუჟეტის ტექსტი თარგმნა და მიაწოდა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რასაც მოჰყვა გაუთვალისწინებელი სირთულეები ჩვენს საქმიანობაში.

ჩვენი კომპანიები ორიენტირებულია არა მხოლოდ კომერციულ მოგებაზე, არამედ ქართული ღვინის და ღვინის პროდუქტების პოპულარიზაციაზე, რასაც ახალ ბაზრებში შეღწევა და დარგის განვითარება მოჰყვება. ზემოაღნიშნული ყალბი სიუჟეტები აზიანებს არა მარტო კონკრეტულად ჩვენი კომპანიების საქმიან რეპუტაციას, არამედ ჩრდილს აყენებს მთელს ქართულ მეღვინეობას.“
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა