logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ელექტრომობილების პროექტი გახდება მაგალითი პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საქართველო მზად არის ასეთი მსხვილი ინვესტიციების მისაღებად
გიორგი ქობულია: ელექტრომობილების პროექტი გახდება მაგალითი პოტენციური ინვესტორებისთვის, რომ საქართველო მზად არის ასეთი მსხვილი ინვესტიციების მისაღებად
10:35 07.04.2019
"ელექტრომობილების წარმოება მაგალითის მიმცემი იქნება სხვა კომპანიებისთვის, მათ შორის, ელექტრონიკის წარმოებით დაკავებული კორპორაციებისთვის. ამას უყურებენ პოტენციური ინვესტორები და ეს პროექტი გახდება მაგალითი მათთვის, რომ საქართველო მზად არის ასეთი მსხვილი ინვესტიციების მისაღებად", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, სამხრეთ კავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბიზნესჯგუფი აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა:  aienergy, aicar, aipower და aiproduction. ჰოლდინგი არამხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფია, რომელიც ეკოლოგიური მიმართულებების პროექტებში კომპლექსურად იწყებს ინვესტიციეის განხორციელებას.

ჰოლდინგი მოიცავს "ქარშეარინგის", ელექტროდამტენებისა და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა. ამ საკითხზე გაფორმდა მემორანდუმი კომაპნია Aigroup-სა და 157-წლიანი ინდუსტრიული ისტორიის მქონე ჩინურ კომპანია Changan-ს შორის. მემორანდუმის საფუძველზე ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.

"ასეთი ტიპის პროექტები არის უნიკალური ჩვენთვის. ამ პროექტისთვის იბრძოდა რამდენიმე ქვეყანა და საქართველომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა. ეს პროექტი ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს; ნიშნავს ექსპორტს, რადგან წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი იქნება ექსპორტირებული ევროკავშირში; ეს ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან ასეთ შედეგებს უკვე იძლევა, ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ელექტრომობილების წარმოებაში რამდენიმე ათეული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, წარმოება ეტაპობრივად გაფართოვდება.

"თავდაპირველად კომპანია შემოიტანს მანქანების შემადგენელ ნაწილებს, რომელთა მონტაჟიც და აწყობაც საქართველოში მოხდება, შემდეგ კი უშუალოდ ამ შემადგენელი ნაწილების წარმოების ლოკალიზებაც განხორციელდება. მინისტრის თქმით, ქუთაისში, ელექტრომობილების წარმოება დიდ ბიძგს მისცემს მის ირგვლივ სხვა წარმოებების განვითარებას, რომლებიც ჩართული იქნებიან აღნიშნული საწარმოსთვის სერვისების გაწევით, დამკომპლექტებელი ნაწილების მიწოდებით და ა.შ. ეს არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის აღორძინებას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა