logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქობულია: 2019 წელს საქართველო-ბულგარეთის ბიზნესფორუმის ჩატარებას ვგეგმავთ
ქობულია: 2019 წელს საქართველო-ბულგარეთის ბიზნესფორუმის ჩატარებას ვგეგმავთ
15:38 05.04.2019
"2019 წელს საქართველოში ვგეგმავთ საქართველო-ბულგარეთის ბიზნესფორუმის ჩატარებას, რომელიც, იმედი გვაქვს, კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება როგორც ჩვენი კერძო სექტორის, ასევე მთლიანად, ეკონომიკის განვითარებისთვის", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველო-ბულგარეთის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ბულგარეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო კომისიის მუშაობაში და შეხვედრები გამართა ბულგარეთის ეკონომიკური პროფილის სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებთან.

გიორგი ქობულიამ ასევე ხაზი გაუსვა ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოსა და ბულგარეთის სავაჭრო პალატებს, ასევე ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და ბულგარეთის ანალოგიურ სტრუქტურას შორის გაფორმდა.

"ეს მემორანდუმები ჩვენს ბიზნესებს მისცემს საშუალებას, რომ გააღრმავონ ერთმანეთთან დიალოგი. ვგეგმავთ ბიზნესფორუმის ჩატარებასაც 2019 წელს. ბიზნესურთიერთობის ფარგლებში თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ვხედავთ ისეთ სფეროებში, როგორიც არის, მაგალითად, ტექსტილის წარმოება, რაშიც ბულგარეთს აქვს დიდი გამოცდილება და შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ერთობლივი საწარმოები. ასევე დიდ პოტენციალს ვხედავთ ავეჯის წარმოებაში, რაშიც ასევე განსაკუთრებულად ძლიერია ეს ქვეყანა და ვფიქრობ, ბულგარული და ქართული კომპანიების ერთობლივი მუშაობა მოგვცემს საშუალებას, უფრო ადვილად შევიდეთ საექსპორტო ბაზრებზე. მესამე - ეს არის სოფლის მეურნეობა. მაგალითად, ამ სექტორში ხელი მოეწერა ტექნიკური თანამშრომლობის დოკუმენტს ეთერზეთების წარმოებაში. ადრე ამ პროდუქტის ძალიან მსხვილი მწარმოებელი იყო საქართველო და შემდეგ ეს სექტორი გაქრა. ბულგარეთი არის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა ტექნიკური ექსპერტიზით და ჩვენ კომისიის სხდომის ოქმშიც დავაფიქსირეთ სურვილი, რომ მათი ხელშეწყობით, ეთერზეთების წარმოება აღვადგინოთ ჩვენს ქვეყანაში" , - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიამ ბულგარეთში ვიზიტი და ერთობლივი კომისიის მუშაობა დადებითად შეაფასა.

"მთლიანობაში, ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო და იმედი გვაქვს, საქართველოსა და ბულგარეთის ურთიერთობები არამხოლოდ ეკონომიკის, არამედ სხვა მნიშვნელოვან სექტორებშიც კიდევ უფრო გაღრმავდება და მეტ წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყნებს", - აღნიშნა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა