logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ბულგარეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ფარგლებში რამდენიმე სექტორის განვითარების დიდ პოტენციალს ვხედავთ
გიორგი ქობულია: ბულგარეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ფარგლებში რამდენიმე სექტორის განვითარების დიდ პოტენციალს ვხედავთ
15:33 05.04.2019
"ტექსტილის, ავეჯისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება - ამ სექტორებში ბულგარეთთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ერთობლივი საწარმოების შექმნით განვითარების ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ", - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ საქართველო-ბულგარეთის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ბულგარეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო კომისიის მუშაობაში და შეხვედრები გამართა ბულგარეთის ეკონომიკური პროფილის სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებთან.

მინისტრის ინფორმაციით, კომისიის ფარგლებში განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები როგორც ეკონომიკის, ასევე კულტურული თანამშრომლობის თვალსაზრისით. "ხელი მოვაწერეთ ოქმს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ბულგარეთთან განსაკუთრებით გავაღრმავოთ ეკონომიკური ურთიერთობა", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მისი შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სფერო. მინისტრის თქმით, ბულგარეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა იმისთვის, რომ ამოქმედდეს შუა კორიდორი და საქართველო გახდეს სატრანზიტო ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის. "შევთანხმდით, რომ უნდა შევისწავლოთ და გადავწყვიტოთ, როგორ გავხადოთ საქართველოსა და ბულგარეთს შორის საზღვაო მიმოსვლა უფრო ეფექტური და ხშირი, ვიდრე გვაქვს დღეს. ეს დაგვეხმარება, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ტვირთები", - განაცხადა ქობულიამ.

მინისტრის ინფორმაციით, ბულგარეთის მხარესთან ასევე განხილული იყო პირდაპირი ფრენების საკითხები. როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, ოქმშიც დაფიქსირდა, რომ საქართველო და ბულგარეთი იმუშავებენ პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რაც დაგვეხმარება არამარტო ტურიზმის განვითარებაში, ასევე ბიზნესურთიერთობების გაღრმავებაში ორ ქვეყანას შორის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა