logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულიამ ბულგარელ კოლეგას რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებში აქტიური ჩართულობა შესთავაზა
გიორგი ქობულიამ ბულგარელ კოლეგას რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებში აქტიური ჩართულობა შესთავაზა
11:29 05.04.2019
„სარტყელისა და გზის“ შუა კორიდორი, ტრასეკა, ლაპის ლაზული, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის სატრანზიტო მარშრუტი, - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საერთაშორისო სატრანსპორტო გზების მარშრუტებისა, რომლებიც საქართველოს ან უკვე გადის, ან სამომავლოდ გაივლის და თავის წვლილს შეიტანს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. დღეს აღნიშნულ პროექტებში თანამშრომლობის გაძლიერება იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიასა და ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრის როსენ ჟელიაზკოვის შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი.

შეხვედრაზე გიორგი ქობულიამ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ბულგარელ კოლეგას იმ სატრანსპორტო - ლოგისტიკურ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება ან სამომავლოდ არის დაგეგმილი. მათ შორის, აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რკინოგზის მოდერნიზაციის პროექტი, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა, რომელზეც სატესტო მიმოსვლა სატვირთო კონტეინერებისა უკვე ხორციელდება, საუბარი ასევე შეეხო პროექტებს, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოს არსებული პორტების გაფართოების მიმართულებით, აგრეთვე ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზეც, რომელიც გახდება მთავარი საზღვაო კარიბჭე და შეძლებს პანამაქსისა და პოსტ-პანამაქსის გემების მომსახურებას.

გიორგი ქობულიას მიერ ასევე აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული საბორნე კავშირების შემდგომი განვითარება. ქობულიას განცხადებით ქართული მხარე გეგმავს შავ ზღვაზე საბორნე და საკონტეინერო ფიდერული გადაზიდვების მიზნით კვლევების განხორციელებას და ბულგარეთის მხარეს კვლევების ფარგლებში თანამშრომლობისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების და ტურიზმის განვითარების მიზნით. ასევე ყურადღება გამახვილდა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ციფრული ჰაბის ფორმირების საკითხებზე, აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებობს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, საჭიროა ფიქრი არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი მაგისტრალების ფორმირების თაობაზე, ამავე დროს აღნიშნეს მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირების მნიშვნელობა. ამავე დროს მხარეებმა მიმოიხილეს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ლოკალურ დონეზე და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობაზე, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას ჯერ კიდევ არსებული ციფრული უთანასწორობა. მხარეებს შორის საუბარი შეეხო ასევე მობილურ ქსელებში 5G ფართოზოლოვანი სერვისების განვითარებას.

შეხვედრაზე გიორგი ქობულიამ თავისი ბულგარელი კოლეგა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ბულგარეთში თამარ ლილუაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა