logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მეფუტკრე ფერმერები და თაფლის მწარმოებლები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შესაძლებლობებს გაეცნენ
მეფუტკრე ფერმერები და თაფლის მწარმოებლები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შესაძლებლობებს გაეცნენ
10:09 05.04.2019
სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გაიმართა ღია კარის დღე, სადაც ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ და სპეციალისტებმა მეფუტკრე ფერმერებსა და მწარმოებლებს თაფლის კვლევებისა და ფუტკრის დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდები გააცნეს.

ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოწვეულ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს ლაბორატორიის ტექნიკური შესაძლებლობებისა და თაფლის უვნებლობის იმ მაჩვენებლების შესახებ, რომელზეც ამ დროისთვის ხორციელდება თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევები - ანტიბიოტიკების, პესტიციდების, მძიმე მეტალებისა და რადიოაქტიული იზოტოპების სხვადასხვა ჯგუფის რაოდენობრივი ანალიზი; ასევე, ფუტკრის ბაქტერიული და პარაზიტული დაავადებებისა და მათი დიაგნოსტიკის შესახებ.

მეფუტკრე ფერმერებსა და თაფლის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე, ასევე დაეთვალიერებინათ უახლესი აპარატურით აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას 30-მდე მეფუტკრე ფერმერი და თაფლის მწარმოებელი ესწრებოდა.

ამჟამად ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების ჩამონათვალში თაფლის უვნებლობის 77 პარამეტრია შესული. პარალელურად, ტარდება თაფლის კვლევა ყველა ხარისხობრივ მაჩვენებელზე. კვლევების ჩამონათვალში შესულია შემდეგი პარამეტრები: ფოსფორორგანული და ქლორორგანული პესტიციდების ჯგუფი, ანტიბიოტიკების ჯგუფი - ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი, ნიტროიმიდაზოლები და სხვა. ამასთანავე, ლაბორატორია მომხმარებლებს სთავაზობს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ნიმუშის მიღებას. პარამეტრების კვლევა, რომლებიც ამ ეტაპზე ლაბორატორიაში არ არის დანერგილი, შესაძლებელია ჩატარდეს საზღვარგარეთ, აკრედიტებულ ლაბორატორიაში, ტრანსპორტირების ორგანიზებას და ერთი საერთო ანალიზის პასუხის გაცემას კი და სოფლის მეურნეობის ლაბორატორია უზრუნველყოფს.

ლაბორატორიაში დანერგილი კვლევების ნუსხას ეტაპობრივად დაემატება კვლევის ახალი მეთოდები. ლაბორატორიის თანამშრომლებს ახალი მეთოდების დანერგვის პროცესში დახმარებას საერთაშორისო ექსპერტები უწევენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა