logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერის ინიციატივა, რომლის თანახმად, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე დაიხარჯება, საკანონმდებლო დონეზე გამყარდება
პრემიერის ინიციატივა, რომლის თანახმად, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე დაიხარჯება, საკანონმდებლო დონეზე გამყარდება
11:59 04.04.2019
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომლის თანახმად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი განათლებასა და ახალგაზრდობაზე დაიხარჯება, კანონის დონეზე გამყარდება, - შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობა ხვალინდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმაზე პრემიერი ახალგაზრდებს ტექნოპარკში ესაუბრა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა განათლების პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ ოკუპაციასა და სოციალურ გამოწვევებთან ერთად, სისტემური პრობლემაა ის, რომ წლების განმავლობაში განათლებას ბიუჯეტში ძალიან მცირე წილი ჰქონდა.

„კანონის სულისკვეთება იქნება, ჩვენ დავაფიქსიროთ, რომ ეს არის პრიორიტეტი და ის უნდა ჩანდეს ბიუჯეტში. ამ ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე გამყარების მნიშვნელობა სწორედ განათლების რეფორმის გრძელვადიანობაში მდგომარეობს. შესაძლოა, ჩვენ 5-6 წლის განმავლობაში განვახორციელოთ ეს ინვესტიცია - ბიუჯეტის მეოთხედი, მაგრამ, არავინ არის დაზღვეული, რომ ოდესმე, მომავალში, რომელიმე პოპულისტურმა ძალამ ან პოპულისტმა პოლიტიკოსმა ამ თანხების იმ კუთხით მიმართვა მოინდომოს, რაც იმ მომენტისთვის შეიძლება მარკეტინგულად უფრო საინტერესო იყოს და განათლებაში ინვესტიციები ისევ შემცირდეს. ასეთ შემთხვევაში მანამდე უკვე ინვესტირებული თანხაც წყალში გადაყრილი აღმოჩნდება, რადგან განათლებას სჭირდება გრძელვადიანი ინვესტიციები. ამიტომ, ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს გამყარებული, რომ არავინ არასოდეს გაბედოს, განათლებას მოაკლოს ინვესტიცია" - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ წელს განათლების ბიუჯეტი 1,6 მილიარდი ლარია; მომავალ წელს ის 2 მილიარდი, 2021 წელს - 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს - 3,4 მილიარდი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება. მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს სცდება კლასიკური რეფორმის ჩარჩოებს და არის ეროვნული იდეა, ხედვა - როგორ უნდა განვითარდეს საქართველო. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ფართო ჩართულობის მნიშვნელობას რეფორმის წარმატებისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა სწორედ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკაა.

მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს წარუდგინა რევაზ ჩარკვიანი, რომელიც ახალგაზრდობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის კონსულტანტად დაინიშნა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა