logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
იაპონიის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები: ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე
იაპონიის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები: ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე
11:42 04.04.2019
ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე - ამის შესახებ ტოკიოში, იაპონიის წამყვანი სადაზღვევო კომპანიის „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის“ სათაო ოფისში გამართულ ქართული ღვინის პრეზენტაციაზე აღინიშნა. ღონისძიება გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ფარგლებში გაიმართა და მას „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის“ პარტნიორი კომპანიების დირექტორები, იაპონიის ეკონიმიკის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუმრებს საქართველოში ვიზიტის დროს მიღებული შთაბეჭდილებები „ტოკიო მარინის ჰოლდინგსის“ თავმჯდომარემ და კომპანია „სონის“ დირექტორმა, შუძო სუმიმ და ცნობილმა სატელევიზიო წამყვანმა, ჰიტოში ქუსანომ გაუზიარეს.

ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებზე ცნობილმა სომელიემ, აძუსა სეგავამ ისაუბრა, ხოლო იაპონიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა, დავით გოგინაშვილმა სტუმრებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, საინვესტიციო კლიმატისა და ქართულ-იაპონური ურთიერთობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციის შემდეგ სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართა.
სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე. ასევე ხაზი გაესვა, რომ ღვინის გარდა საქართელო ასევე საინტერესოა ტურიზმის, ინვესტიციებისა და ვაჭრობის კუთხით.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა