logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბრიტანელმა მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ქართული ღვინო იაპონიაში წარადგინა
ბრიტანელმა მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ქართული ღვინო იაპონიაში წარადგინა
14:57 03.04.2019
ტოკიოში მიმდინარე გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ფარგლებში ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის მწერალმა ენდრიუ ჯეფორდმა ქართული ღვინის სემინარი „რატომ არის ქართული ღვინო მნიშვნელოვანი“ გამართა.

ენდრიუ ჯეფორდმა ქართული ღვინის მნიშვნელობაზე, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებსა და საქართველოს რეგიონებისთვის დამახასიათებელ ჯიშებზე ისაუბრა. ინგლისელმა მწერალმა ყურადღება ქართული ღვინის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ენდრიუ ჯეფორდმა აღნიშნა, რომ საქართველომ შემოიტანა ახალი კატეგორია, როგორიცაა ქვევრის ღვინო.
სემინარზე, რომელსაც იაპონელი ღვინის ექსპერტები ესწრებოდნენ, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინოები: „წინანდალი 2016“ (წინანდლის ძველი მამული), „ხიხვი, ქვევრი 2017“ (შალვინო), „მწვანე, ქვევრი, იბერიული 2016“ (შუმი), „კრახუნა, ქვევრი 2015“ (მეღვინეობა ხარება), „თავკვერი 2016“ (შატო მუხრანი), „ქვევრი, საფერავი 2017“ (თელედა/ორგო), „თამადა, დიდებული რეზერვი, წითელი საფერავი 2014“ (GWS).

ენდრიუ ჯეფორდი (Andrew Jefford) საქართველოში რამდენჯერმე არის ნამყოფი. საკუთარ შეფასებებში ის ქართულ ღვინოს „მაღალი ხარისხის ღვინოდ“ მოიხსენიებს. იგი თვლის, რომ ღვინო საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. „ვინ იტყვის უარს იმ ქვეყნის ღვინის დაგემოვნებაზე, რომელიც ღვინის სამშობლოა და რომელსაც რვაათასწლიანი ღვინის ისტორია აქვს” - აღნიშნავს ენდრიუ ჯეფორდი.

ენდრიუ ჯეფორდის ღონისძიება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მხარდაჭერით გაიმართა.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა