logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
იური ნოზაძე ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა
იური ნოზაძე ჰუნანის პროვინციის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა
14:18 03.04.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის როვინციის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში ენერგოეფექტური სათბურის პროექტის წარმატებით განხორციელებაში ეკონომიკური მხარდაჭერისთვის. აღნიშნულმა პროექტმა ხელი შეუწყო ქართველი ფერმერების გადამზადებასა და ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს ჰუნანის პროვინციაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ეტაპები გააცნეს. საუბარი შეეხო ჰუნანში ჩაის კულტივაციის და ექსპორტის საკითხს, რომლის მაჩვენებლითაც პროვინცია მსოფლიო მასშტაბით მოწინავე რიგებშია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ ტენდენციას. აქცენტი გაკეთდა ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროექტზე, ჩაის ახალი ჯიშების შემოტანასა და ჰუნანის პროვინციის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოში წყლის რესურსების დიდი პოტენციალისა და აკვაკულტურების განვითარების შესაძლებლობებზე.

„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დადებული ხელშეკრულება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და სამომავლო პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ჩინეთში ქართული მარანი გაკეთდა და ქართული ჯიშის ყურძენი გაშენდა.
ჰუნანის პროვინციის სავაჭრო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ლი ხინქიუს თქმით, ჰუნანის პროვინცია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და სრულ მხარდაჭერას გამოხატავს შემდგომი თანამშრომლობისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა