logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა
11:29 03.04.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი სისავატ ვონგსინსავატი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის კულტურის ცნობადობის მნიშვნელობასა და ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება დარგის მარეგულირებელი სახელმწიფო უწყების „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ საქმიანობაზე გაამახვილა.
მინისტრმა დელეგაციის წევრებს სატყეო სექტორში განხორციელებული რეფორმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და ქვეყნისთვის ტყის მდგრადი მართვის პრიორიტეტულობის საკითხზე ისაუბრა.

„გასულ წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მნიშვნელოვანი მისიით იმყოფებოდა ტაილანდში. ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განვიხილეთ. დღევანდელ შეხვედრაზე, ვისაუბრეთ კონკრეტულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის ტყის მდგრადი მართვის, რძის და ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ მზად ვართ ქართულ მხარესთან მომავალშიც განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა“, - განაცხადა სისავატ ვონგსინსავატმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა