logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება
11:22 03.04.2019
ქვეყნის წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 120 000 კვ.მ სავაჭრო ცენტრი აშენდება. მშენებლობას IG Development Georgia ახორციელებს. საქართველოს ბანკის მხრიდან სავაჭრო ცენტრის მშებენლობის დაფინანსების მოცულობა 34 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სესხის ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკის RSF-ის (საშუალო მოცულობის სესხის თანაფინანსირების საკრედიტო ხაზი) პროგრამის ფარგლებში, ბანკთან თანამშრომლობით გაიცა. შესაბამის სასესხო ხელშეკრულებას საქართველოს ბანკსა და IG Development Georgia-ს შორის ხელი უკვე მოეწერა.

„საქართველოს ბანკი ხელ უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რათა მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს მის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ძლიერი ეკონომიკის საწინადარია. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში მხარს ვუჭერთ თბილისში საკმაოდ მასშტაბური ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. გვჯერა, რომ IG Development Georgia-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობით პროექტი საკმაოდ წარმატებული იქნება “- განაცხადა საქართველოს ბაკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.

„ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) მოხარულია, რომ ხელს აწერს ერთობლივ პროექტს მათ დიდი ხნის პარტნიორებთან: საქართველოს ბანკთან და აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიასთან. ეს არის მეორე თანადაფინანსების პროექტი აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიასთან, უძრავი ქონების მაღალი რეპუტაციის მქონე დეველოპერთან ქვეყანაში. 2015 წელს ხელმოწერილი პირველი პროექტის წარმატებულად შესრულების შემდეგ, EBRD-იმ გადაწყვიტა განაგრძოს აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას დაფინანსება საქართველოს ბანკთან ერთად და ხელი შეუწყოს კიდევ ერთ ენერგო-ეფექტური პროექტის განხორციელებას უძრავი ქონების სექტორში“,- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.

ახალი სავაჭრო ცენტრი- “სითი მოლი საბურთალო” 120 000 კვადრატული მეტრი ფართობზე განთავსებული სავაჭრო სივრცე იქნება ქალაქის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების კვეთაზე. “სითი მოლი საბურთალო”-ს ჯამური საიჯარო ფართი 60 000 კვადრატული მეტრია. სავაჭრო ცენტრში სივრცე გაშლილი და გადანაწილებულია ჰორიზონტალურად ოთხ სართულზე, რომელშიც განთავსებული იქნება ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების 200-მდე მაღაზია. “სითი მოლი საბურთალოს“ სივრცეში მოეწყობა ყველაზე დიდი კინოთეატრი თბილისში, ბოულინგის ცენტრი, მასშტაბური ბავშვთა გასართობი ცენტრი, რესტორანი, სპორტული დარბაზი. ეს იქნება ერთადერთი სავაჭრო ცენტრი ქალაქში, სადაც მომხმარებლებისთვის მოეწყობა ეგრეთ წოდებული „upscale” კუთხე - განსხვავებული, გამორჩეული დიზაინით, პრემიალური ბრენდების მაღაზიებით და 1500 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა