logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არველაძე: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა ქართველ მეწარმეებს განვითარების ახალი შესაძლებლობები გაუჩინა
არველაძე: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა ქართველ მეწარმეებს განვითარების ახალი შესაძლებლობები გაუჩინა
14:49 02.04.2019
2019 წლის 1-2 აპრილს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში, საქართველო - ჩინეთის და ასევე, საქართველო - ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნების თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული ფაქტობრივი პრეზენტაციები გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას, გენადი არველაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს და საქართველო - ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით განსაზღვრული დებულებების შედეგად. არველაძის განცხადებით, ორივე შეთანხმება სრულად პასუხობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს და ხელს უწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა ქართველ მეწარმეებს გაუხსნა გზა ახალი ბაზრებისკენ, სადაც მთელი რიგი პრეფერენციებით შეუძლიათ საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტი, ამავე დროს, ეს არის მათთვის დიდი გამოწვევაც, რადგან მათი პროდუქცია უნდა პასუხობდეს გარკვეული სახის სტანდარტების დაცვას. ამავე დროს, მათი დაცვის შემთხვევაში მოგებული დარჩება არა მხოლოდ მეწარმე, არამედ მომხმარებელიც. არაერთი ფაქტი არსებობს, როდესაც ქართველმა მწარმოებლებმა შეძლეს, გამოეყენებინათ აღნიშნული შესაძლებლობა და ჩვენ მათ მივესალმებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძემ ასევე აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების დადებითად აისახება ქვეყნებს შორის საქმიანი წრეების დაახლოების პროცესზე.

საქართველოსთვის, მომსახურების ექსპორტის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა და მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები ასევე შეეხო მომსახურებით ექსპორტის ლიბერალიზაციის საკითხებს. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომ თანამშრომლობაზე ამ სფეროში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვნად მზარდი სექტორია.
შეხვედრის ფარგლებში გენადი არველაძემ ასევე უპასუხა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ, შეთანხმებებთან დაკავშირებულ კითხვებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა