logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკმა დირექტორთა საბჭოში განხორციელებულ ცვლილებებზე განაცხადა
საქართველოს ბანკმა დირექტორთა საბჭოში განხორციელებულ ცვლილებებზე განაცხადა
12:29 02.04.2019
ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, დირექტორთა საბჭოში განხორციელებულ ცვლილებებზე განაცხადა. საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს და მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს ტოვებენ გენერალური დირექტორის მოადგილეები: დავით წიკლაური და რამაზ კუკულაძე. ფინანსური მიმართულებით ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებს სულხან გვალია. სულხანს გვალიას საბანკო სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის საქართველოს ბანკში არაერთ მმართველ თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის საკრედიტო რისკების (2005-2012) და კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებას (2012-2016) ხელმძღვანელობდა. სულხან გვალია არის კომპანია „E-Space”-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე არის „ინეკობენკში“ (სომხეთი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ვასილ ხოდელს ჩაანაცვლებს გიორგი ფაილოძე. ამავე დროს, ვასილ ხოდელი დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე რჩება.

გიორგი ფაილოძე ბანკს უერთდება Evercore-დან, საინვესტიციო საბანკო ფირმის ლონდონის ოფისიდან, სადაც ის სტრატეგიულ კონსულტაციებს ახორციელებდა კორპორაციული და კერძო საინვესტიციო კომპანიებისთვის სხავდასხვა დარგებში. გიორგი სხვადასხვა დროს იკავებდა წამყვან თანამდებობებს საბანკო სფეროში, მათ შორის ნიუიორკში Citi Investment Bank-ში, შემდეგ Evercore-ში ნიუ იორკის ოფისში და ბოლოს ლონდონის ოფისში. გიორგის დამთავრებული აქვს Cornell University-ის მენეჯმენტის სკოლა, MBA ხარისხით.

ბანკის დირექტორთა საბჭოში განხორციელებული ცვლილების მიხედვით მცირე და საშუალო (SME) ბიზნესი და SOLO ცალკე მიმართულებებად გაიყოფა. მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის მიმართულებას უხელმძღვანელებს ზურაბ მასურაშვილი, რომელიც მიკრო და მცირე ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ხოლო SOLO ბიზნეს მიმართულებას უხელმძღვანელებს ეთუნა ირემაძე, რომელიც საქართველოს ბანკში, წლების განმავლობაში, კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში VIP დირექტორის და SOLO-ს მიმართულებით პრემიუმ საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ეთუნა საქართველოს ბანკის გუნდს კომპანია „ჯორჯიან გლობალ უთილითის“ (GGU) გენერალური დირექტორის მოადგილის, პოზიციიდან უერთდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა