2018 წელს საქართველოში მოქმედი 739 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ბრუნვამ 9.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ თანხის 53,1 პროცენტი აშშ დოლარზე, 16,7 პროცენტი ევროზე, ხოლო 30,2 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ 2018 წელს შეძენილი იქნა 919,0 მლნ. აშშ დოლარი და 279,5 მლნ. ევრო. იმავე პერიოდში გაყიდული აშშ დოლარისა და ევროს მოცულობა კი შესაბამისად შეადგენდა 904,0 და 292,8 მილიონს.
გასული წლის განმავლობაში სავალუტო ჯიხურებმა მომსახურება გაუწიეს 6,7 მლნ. კლიენტს, საიდანაც 6,6 მლნ. ფიზიკური, ხოლო 20,7 ათასი – იურიდიული პირია. ფიზიკური პირებიდან 17,2 პროცენტი უცხოელი იყო.

















