logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბექა ნაცვლიშვილი: ეს არა მხოლოდ პასუხისმგებელი პირისა, თუ უწყების დაუდევრობის, არამედ არასწორი პოლიტიკის შედეგია
ბექა ნაცვლიშვილი: ეს არა მხოლოდ პასუხისმგებელი პირისა, თუ უწყების დაუდევრობის, არამედ არასწორი პოლიტიკის შედეგია
10:23 01.04.2019
მინდა მივუსამძიმრო ჭავჭავაძის გამზირზე გარდაცვლილთა ოჯახებს. მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სახელმწიფოს ცალსახა უპასუხისმგებლობა და უსუსურობა საკუთარი მოქლაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. -ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი ორი მუშის დაღუპვის ფაქტს.

მისი განცხადებით, ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სოციალური პოლიტიკის, შრომის უსაფრთხოებისა და სამშენებლო თუ სხვა რეგულაციების თვალსაზრისით ხორციელდება, მოკლებულია საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების სისტემურ გააზრებას და ემსახურება მხოლოდ ევროკავშირთან გაუაზრებლად აღებული ვალდებულებების ფორმალურ, მექანიკურ შესრულებას.

"ეს არა მხოლოდ რომელიმე პასუხისმგებელი პირისა თუ უწყების დაუდევრობის, არამედ უფრო მეტად იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უწყვეტად ახორციელებს. გაცხადებული სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ფასადს უკან დგას სოციალური წესრიგი, რომელიც ერთის გამარჯვების ხარჯზე, მეორის დამარცხებას გულისხმობს, ხოლო ერთის გამდიდრების ხარჯზე სხვის გაღარიბებას. ამ სოციალური წესრიგის შედეგად მივიღეთ ვითარება როცა თანადგომაზე, სოლიდარობაზე, ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ქცევა სისუსტედ მიიჩნევა, ხოლო კონკურენცია, ინდივიდუალიზმი, ეგოიზმი არის წახალისებული.

ეს პოლიტიკა ყველაზე რადიკალური ფორმით ჩვენ წლების წინ გამოვცადეთ, როცა მიზანმიმართულად გაუქმდა ყველა ის მარეგულირებელი ნორმა და ინსტიტუტი, რაც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ხდება ცვლილებების მხოლოდ სიმულირება, რაც ვითარებას ბუნებრივია ვერ შეცვლის.

გამოცდილებამ გვანახა, რომ განვითარების ეს გზა იწვევს ერთეულების განვითარებასა და გამდიდრებას სხვისი ექსპლუატაციის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე.

სწორედ ეს არის საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის გაუცხოვების მთავარი მიზეზი.

მაგრამ მხოლოდ მწუხარების გამოთქმა არ კმარა. სწორედ ეს არის ახლა ყველაზე მთავარი რისთვისაც უნდა იბრძოლოს ყველამ", - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა