logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ჩვენ ინვესტორებთან თანამშრომლობის უფრო ეფექტურ და გამარტივებულ სქემას ვქმნით
გიორგი ქობულია: ჩვენ ინვესტორებთან თანამშრომლობის უფრო ეფექტურ და გამარტივებულ სქემას ვქმნით
11:47 30.03.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ტრადიციულ გალა-ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

მინისტრმა დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ურთიერთობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და ორმხრივად მომგებიანი იქნება. გიორგი ქობულიამ ასევე მიმოიხილა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებთან, რათა მათ წინაშე არსებული გამოწვევები მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარდეს. კარგად ვიცით, რა აწუხებს დღეს ბიზნესს და ყველაფერს ვაკეთებთ მის მოსაგვარებლად. ჩვენ ვქმნით ინვესტორებთან თანამშრომლობის უფრო ეფექტურ, გამარტივებულ და ნაკლებად ბიუროკრატიულ სქემას - „ერთი ფანჯრის პრინციპს“, რომლის დროსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლები ინვესტორებს თავად მოუგვარებენ ყველა საკითხს სხვადასხვა საჯარო უწყებებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფრმაციით, გიორგი ქობულიამ თავის მოხსენებაში ასევე გაამახვილა ყურადღება ისეთ პრიორიტეტულ სამთავრობო პროგრამაზე, როგორიცაა პროფესიული გადამზადება. მისი თქმით, ყოველწლიურად აღნიშნული პროგრამის მეშვეობით ტექნიკურ პროფესიებში 50,000-მდე ადამიანის გადამზადებაა დაგეგმილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარების აუცილებლობაზე. მისი თქმით, ბევრი ბიზნესისთვის, რომელიც საქართველოსთან თანამშრომლობს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ექსპორტი მაქსიმალურად მოკლე დროში შეიძლებოდეს. გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა ამოქმედდეს შავ ზღვაზე რეგულარული საბორნე და ფიდერული მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების პორტებს შორის.

დასასრულს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოში საქმიანობისას მხარდაჭერა აღუთქვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა