logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება
14:55 29.03.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ, 2019 წლის თებერვლის მთლიანი შიდა პროდუქტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა და განაცხადა, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც მაღალია რყევები, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მდგრადობით გამოირჩევა.

მისი თქმით, მდგრადობა გამოწვეულია იმ სტაბილური განვითარებით, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ხასიათდება. ეს არის სწორი მაკროეკონომიკური, კერძოდ, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის და იმ რეფორმების შედეგი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის შემცირებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ეკონომიკურ აქტივობაში მოსახლეობის თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-თებერვალს საშუალო ზრდა 4.1 პროცენტს გაუტოლდა. 2018 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტი იყო. მიმდინარე წლის თებერვალში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა; უძრავი ქონება; ვაჭრობა; ტრანსპორტი; ჯანმრთელობის დაცვა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ინვესტორთა განწყობაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ. მიმდინარე წლის თებერვალში სარეიტინგო კომპანია "Fitch"-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებული იყო 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებითა და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა