logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი არველაძე: 2018 წელს ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
გენადი არველაძე: 2018 წელს ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
09:54 29.03.2019
„2018 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო საქართველოს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში - საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან 18 პროცენტით გაიზარდა და 3 361 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია აქამდე არსებულ სტატისტიკას შორის. 2018 წელს საქართველოდან ევროკავშირში განხორციელებულმა ექსპორტის მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 730.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილე სტრასბურგში ვიზიტით იმყოფება, სადაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობს. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee), რომელიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან შედგება, ერთ-ერთი ორგანოა იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად.

„„ევროკომისიასთან ერთად ვმუშაობთ პროდუქტების იდენტიფიცირებაზე იმისთვის, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში საქართველოში წარმოებული რაც შეიძლება მეტი პროდუქტი განთავსდეს ევროკავშირის ბაზარზე“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ევროკავშირის ხელშეწყობით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში საქართველოს მხრიდან ხდება პროდუქტების იდენტიფიცირება და კონკრეტული აქტივობების დაგეგმვით, მათ შორის, მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებით ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლება.

2018 წელს საქართველოდან ევროკავშირში ძირითადი საექსპორტო პროდუქცია იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები, აზოტოვანი სასუქები, სპირტიანი ალკოჰოლური სასმელები, თხილი. აღნიშნულ პერიოდში, გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიც და მისმა მაჩვენებელმა 148 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციას, მათ შორის აღსანიშნავია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სამკურნალო საშუალებები, მსუბუქი ავტომობილები, შერეული საქონელი, ამწეები, ტურბორეაქტიული ძრავები.

2018 წელს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა რამდენიმე პროდუქცია, რომელთა წილი ევროკავშირში არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქციაში მაღალია. ასეთია თხილი, მინერალური წყალი, აზოტოვანი სასუქები ( საქართველო ამ პროდუქციის იმპორტის მოცულობით პირველ ადგილზეა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის); მანგანუმის ოქსიდები, ღვინო და პარკოსანი ბოსტნეულის ფქვილი.
ამასთანავე, გამოიკვეთა ისეთი სასაქონლო პოზიციები, რომელთა ექსპორტიც ევროკავშირში საერთოდ ან მცირე რაოდენობით განხორციელდა და არსებობს პოტენციალი მათი ევროკავშირში ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით. ასეთია თაფლი, მწვანილი, ლიმონი, მოცვი და სხვა სახის კენკრა, კივი, მოცხარი/ჟოლო, ჩირი, ჩაი, დაფნის ფოთოლი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტყავი, თიხები, მატყლი, იზოლირებული მავთულები/კაბელები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა