logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი არველაძე: ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქტის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება
გენადი არველაძე: ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქტის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება
09:37 29.03.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სტრასბურგში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის წინაშე მოხსენება გააკეთა, სადაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის მხრივ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2018 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია საქართველო- ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში.

„ვისაუბრეთ 2018 წელს განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელთაც ჩვენ ვხედავთ მომდევნო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის მიმართულებით - საუბარია როგორც სოფლის მეურნეობის კუთხით დასანერგ რეგულაციებზე და ლაბორატორიულ კვლევებზე, ასევე ხარისხის ინფრასტრუქტურაზე, როდესაც ჩვენ უკვე წელს დავნერგეთ ბაზარზე ზედამხედველობა ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტებზე“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო ცვლილებებს საბაჟო მიმართულებით და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომლებიც წელს განხორციელდა. „კომიტეტის წევრებს ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც განვახორციელეთ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით და წლის ბოლომდე დაგეგმილ რეფორმებზე“ - აღნიშნა არველაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, ევროკავშირის ბაზრის ათვისების კუთხით 2018 წელი იყო ყველაზე გამორჩეული - დაფიქსირდა 730 მლნ დოლარის ოდენობის ექსპორტი, რაც არის უპრეცედენტო რაოდენობა. „ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ქართული პროდუქტი იკავებს ადგილს ევროკავშირის ბაზარზე და იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია გაგრძელდება“ - განაცხადა გენადი არველაძემ.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან შედგება. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. მისი მთავარი მიზანია, ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.

კომიტეტი სხდომაზე განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და მის ზეგავლენას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში მონაწილეობის მისაღებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ნათია თურნავა და გენადი არველაძე იმყოფებიან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა