logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: საქართველომ დასავლეთ შავი ზღვისპირეთთან წყალქვეშა კაბელით დაკავშირების პროექტი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში წარადგინა
ნათია თურნავა: საქართველომ დასავლეთ შავი ზღვისპირეთთან წყალქვეშა კაბელით დაკავშირების პროექტი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში წარადგინა
09:28 29.03.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომაში მონაწილეობს. მინისტრის მოადგილემ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ევროკავშირის ენერგოსისტემებს შორის ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და ამ მხრივ, უკვე გადადგმულ და დაგეგმილ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.

ნათია თურნავამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის არსებული ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებასა და ადგილობრივი ენერგოსისტემის ევროპულ ენერგოსისტემასთან ინტეგრაციას. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიული მდებარეობას ევროპასა და აზიას შორის, რაც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა საქართველოს გავლით ე.წ. ენერგეტიკული „ხიდის“ განვითარებისთვის. მინისტრის მოადგილემ დაასახელა კონკრეტული პროექტი, რომელიც საქართველოს დასავლეთ შავი ზღვისპირეთის ქვეყნებთან დააკავშირებს. საუბარია შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ენერგოსისტემებს დააკავშირებს. აღნიშნული პროექტი ქართულმა მხარემ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში უკვე წარადგინა ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტული პროექტის სტატუსის მოსაპოვებლად.

ნათია თურნავამ ასევე დაასახელა სხვა ტრანზიტული პროექტები, რომლებშიც საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი და საერთაშორისო ინვესტიციების ხელშემწყობი ქვეყანა დასახელდა. ტრანზიტულ პროექტებს შორისაა სამხრეთ გაზის დერეფანი, რომლის შემდგომი განვითარების ეტაპით, უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის ცენტრალური აზიიდან ევროპის ბაზრისთვის მიწოდება. „საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს მსგავსი პროექტების განვითარებას, რომლის მიზანიც ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებაა“ - განაცხადა თურნავამ


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა