logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ქობულია: პროფესიული გადამზადების პროგრამა მოქალაქეების დასაქმებისა და კერძო სექტორის განვითარებისთვის სასარგებლოა
ქობულია: პროფესიული გადამზადების პროგრამა მოქალაქეების დასაქმებისა და კერძო სექტორის განვითარებისთვის სასარგებლოა
12:50 27.03.2019
„ჩვენ, როგორც მთავრობა, თავს მოვალედ ვთვლით, ხელი შევუწყოთ ჩვენს მოქალაქეებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, რითიც ასევე დავეხმარებით კერძო სექტორს საჭირო კადრების შერჩევასა და მათ დასაქმებაში“ – ამის შესახებ გიორგი ქობულიამ მედიის წარმომადგენლებთან „რედისონში“ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც მინისტრმა პროფესიული გადამზადების მასშტაბური პროგრამის დაწყება დააანონსა.

მისივე თქმით, არაერთი კვლევა და როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ინვესტორების გამოკითხვა ადასტურებს, რომ კვალიფიკაცია - ეს არის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიციების განხორციელებისთვის.

რაც შეეხება საინფორმაციო ტექნოლოგიებს, გიორგი ქობულიას შეფასებით, ამ სექტორს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს ბაზრისთვის, ასევე ექსპორტისთვის, რადგან დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიის ინჟინერის პროფესია ძალიან მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზარზე.

„წარმოიდგინეთ, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ფიზიკურად საქართველოში არიან, ემსახურებიან დამკვეთებს ისეთ ქვეყნებიდან, როგორც არის აშშ, ავსტრალია, ევროპის ქვეყნები. მათ არ სჭირდებათ გასვლა ქვეყნიდან, ისინი აქ იღებენ ხელფასს და შემოაქვთ უცხოური ვალუტა ქვეყანაში. კონკრეტულად, ამ სექტორში პროგრამა გაწერილია სამი ათას კაცზე, მათი გადამზადება ჯდება 2,5 მილიონი დოლარი და ამის დაფინანსებაში გვეხმარება მსოფლიო ბანკი“ - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება პროგრამის სხვა მიმართულებას, მინისტრის თქმით, იქ არის საკმაოდ რთული ბიუჯეტირება, მაგრამ პროგრამის მიზანი ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა. „პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ პროგრამისთვის ჩვენ არ უნდა დავზოგოთ თანხები, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საქმე ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისა და კერძო სექტორის განვითარებისთვის“ - აღნიშნა ქობულიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა