logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულია: პროფესიული გადამზადების პროგრამა ბერკეტია ინვესტორების ქვეყანაში შემოსაყვანად
გიორგი ქობულია: პროფესიული გადამზადების პროგრამა ბერკეტია ინვესტორების ქვეყანაში შემოსაყვანად
12:25 27.03.2019
„ჩვენ საქართველოს ეკონომიკის ზრდა-განვითარების მიმართულებით რამდენიმე პრიორიტეტი გამოვყავით, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიული გადამზადების პროგრამაა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროფესიული გადამზადების პროგრამის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ტურიზმისა და ICT სექტორების წარმომადგენლებმა - სწორედ ამ სექტორებით იწყება პროფესიული გადამზადების პროგრამა, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურისტული გიდების გადამზადებას. „მნიშვნელოვანია, გიდმა იცოდეს, როგორ ელაპარაკოს ტურისტს, რა ინფორმაცია მიაწოდოს მას, რა გზავნილები არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, განისაზღვრა პროფესიები და მომზადდა სასწავლო პროგრამები. გიორგი ქობულიამ კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის შედეგად მომზადებული კადრები სწორედ კერძო სექტორში დასაქმდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროფესიული გადამზადების პროგრამა არ არის უბრალოდ, „პროგრამა პროგრამისთვის“. „ის ჩვენთვის ბერკეტია ინვესტორების ქვეყანაში შემოსაყვანად, რადგან მათ კვალიფიციური კადრები სჭირდებათ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პროგრამა არ მოიცავს მხოლოდ თბილისს, ის რეგიონებში ჩატარდება, რაც იქ ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის ინფორმაციით, მუშაობა მიმდინარეობს პროგრამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად - მოლაპარაკებები ქონების მართვის სააგენტოსთან, ასევე კერძო სტრუქტურებთან. „ეს წელიწადში 50 000-მდე ადამიანის გადამზადების საშუალებას მოგვცემს, მათი 70%-ის დასაქმების შემთხვევაში 2025 წლისთვის დამატებით 500 000 სამუშაო ადგილს შევქმნით, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის რევოლუციური იქნება“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ამასთან, გიორგი ქობულიას განმარტებით, ICT სექტორი პრიორიტეტულია ორი მიზეზით - „არ გვყავს ჩვენი საკუთარი სექტორის მომსახურებისთვის საკმარისი კადრები, ამიტომ დამატებითი კადრები გვჭირდება. ამასთან, ამ სექტორს აქვს ერთი ძალიან სასარგებლო თვისება - ადგილზე მუშაობის პირობებშიც შესაძლებელია სერვისის ექსპორტი, რაც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას და სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას ნიშნავს“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა