logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ბედნიერი ვარ, რომ დღეს ქსელში ამდენ ქართულ პროდუქციას ვხედავ
ლევან დავითაშვილი: ბედნიერი ვარ, რომ დღეს ქსელში ამდენ ქართულ პროდუქციას ვხედავ
22:45 26.03.2019
„მისასალმებელი ფაქტია, რომ დედაქალაქში, მრავალი წლის განმავლობაში შეჩერებული მშენებლობა დღეს უკვე დასრულებულია და შენობაში სავაჭრო სივრცე „აგროჰაბის“ ახალი ფილიალით გაიხსნა. მომხმარებელმა იცის და მეც, ჩემი მხრიდან მინდა დავადასტურო, რომ ხარისხიანი, მათ შორის ქართული ხარისხიანი პროდუქციის მიმართ, „აგროჰაბში“ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა და ეს ქსელი ასეთი პროდუქციის სტაბილური მომწოდებელია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „აქსის თაუერსის“ სავაჭრო სივრცის გახსნის კომენტირებისას.

მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტები მთავრობის გუნდს ხშირად ახსენებენ 100 საწარმოს შესახებ და მუდმივად ცდილობენ წარმოაჩინონ ის, როგორც შეუსრულებელი დაპირება, რეალობა კი საპირისპიროა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფო ხელშეწყობით, მხოლოდ აგრარული მიმართულებით, 190 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოები და განხორციელებული ინვესტიციის ჯამური თანხა 316 მლნ ლარზე მეტია. ასევე 900-მდე საწარმოს გადაიარაღებაში და განვითარებაში დავუდექით გვერდით.

სოფლის მეურნეობა სპეციფიკური დარგია, დღეს ჩადებული ინვესტიცია მეორე დღეს შედეგს ვერ გაძლევს და მას გარკვეული პერიოდი სჭირდება. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ქართულ საცალო ქსელში ამდენ ქართულ პროდუქციას ვხედავ და ეს ჩვენი ხელშეწყობით და დაფინანსებით გახსნილმა, მათ შორის ახალმა საწარმოებმა შექმნეს. ესაა კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომლის უკან დგას უამრავი დასაქმებული ადამიანი და ვისაც ამის დანახვა არ სურს, ის უბრალოდ არაობიექტურია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყველას ახსოვს, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მარკეტებში ქართული პროდუქციის წილი რამდენად მცირე იყო. დღეს კი, ყოველდღე სულ უფრო და უფრო მეტი ქართული პროდუქტიაქსელში, რომელიც ძალიან მაღალ კონკურენციას უწევს უცხოურს.

„საწარმოების გარდა, გაშენებულია და კვლავ შენდება ახალი ბაღები, შედეგად, ბაზარზე ეტაპობრივად მატულობს ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი პროდუქცია. ქართული პროდუქცია სულ უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება საერთაშორისო ბაზრებზეც.
სულ მალე ბიომეურნეობების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება, რაც ქართველ მეწარმეებსა და ფერმერებს საშუალებას მისცემს, კონკურენტუნარიანი ბიოპროდუქციის მიმწოდებლებიც გახდენენ, როგორც ადგილობრივ, ისე ევროპისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა