logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბახტაძე: წყლის რესურსების ეფექტური მართვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ საქართველო ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა იყოს
ბახტაძე: წყლის რესურსების ეფექტური მართვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ საქართველო ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა იყოს
18:14 26.03.2019
ჩემი მთავრობის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახლავთ მწვანე ეკონომიკა, ზოგადად - მწვანე პოლიტიკა და ვფიქრობ, სწორედ მწვანე ეკონომიკა, სადაც წყლის რესურსების ეფექტურ მართვას წამყვანი როლი ექნება, არის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ საქართველო იყოს ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკულ სემინარზე „წყალმომარაგებისა და წყალარინების ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები სამხრეთ კავკასიაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, თუმცა ამის მიუხედავად, არსებობს სერიოზული გამოწვევები წყლის ხარისხთან დაკავშირებით. შესაბამისად, პრემიერის შეფასებით, მსგავსი კონფერენციები, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხოს.

„ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას ორი პრიორიტეტი აქვს. პირველი ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც გვაქვს, არის ჩვენი საზოგადოება და მეორე - ჩვენი ბუნება. პირველ საკითხზე ჩვენ რამდენიმე კვირის წინ უმნიშვნელოვანესი ინიციატივა დავაანონსეთ, რომელიც ჩემი შეფასებით არის ეროვნული იდეა. ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, ჩვენი ეკონომიკის 6%, ანუ ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად უნდა დავხარჯოთ სწორედ განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე. მეორე სიმდიდრე არის ჩვენი ბუნება, სადაც წყლის რესურსებს აქვს გამორჩეული როლი. სწორედ ამ ორი პრიორიტეტის განვითარებით, დარწმუნებული ვარ, საქართველო ჩადგება განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგში და დაძლევს ყველა გამოწვევას“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღესვე პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორია გახსნა. ლაბორატორიაში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაიღრმავონ თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკული ექსპერიმენტებით და აწარმოონ საინჟინრო საქმიანობა. ლაბორატორიაში გამოყენებულია, როგორც სასწავლო დანიშნულების, ასევე საინჟინრო ობიექტებზე რეალურ ტექნოლოგიურ პროცესებში გამოყენებული აღჭურვილობა, რაც სტუდენტებს კიდევ უფრო აახლოებს რეალურ სამუშაო გარემოსთან.

ლაბორატორიის შესაძლებლობებზე დეტალური ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს სტუ-ს რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა და უნივერსიტეტის პროფესორებმა მიაწოდეს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სტუ-ს ახალი ლაბორატორია რეგიონში ყველაზე მძლავრია.

„ჩვენთვის განათლების რეფორმას, იმ ეროვნულ იდეას, რომელიც დავაანონსეთ, აქვს ყველაზე უფრო დიდი როლი და ადგილი იმაში, რომ საქართველო ჩავაყენოთ განვითარებული ეკონომიკის ქვეყანათა რიცხვში. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივის რეალიზაციის შედეგად კიდევ უფრო ძლიერი და მეტი მსგავსი ლაბორატორია გვექნება“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა