logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
კახა კალაძე „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
16:05 26.03.2019
თბილისის მერი, კახა კალაძე „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. კახა კალაძემ სავაჭრო სივრცე დაათვალიერა, შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისის მერის განცხადებით, ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, „აქსის თაუერსის“ პროექტი დედაქალაქში მაღალი სტანდარტებით, სწორად შენების მაგალითს წარმოადგენს და მასში, „თანაინვესტირების ფონდმა“ 100 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მსგავს პროექტებს, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას ემსახურება, თბილისის მერიისგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.

„მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარებისთვის. „აქსის თაუერსი“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს - ეს არის მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც საცხოვრებელი, საოფისე, სავაჭრო-გასართობი სივრცეები და ბიზნესცენტრი განთავსდება. წინა ხელისუფლების დროს, როდესაც „აქსისის“ აღნიშნული პროექტის განხორციელება იწყებოდა, მახსოვს სიუჟეტები და სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელშიც სამშენებლო ტერიტორიიდან მანქანებით გატანილი მიწის რაოდენობაზე სიამაყით გვიყვებოდნენ. მათი თქმით, ტერიტორიიდან გატანილი მიწით, ერთ რიგში ჩამწკრივების შემთხვევაში, თბილისიდან ბათუმამდე გზა დაიფარებოდა. ამით გვეტრაბახებოდნენ, თუმცა პროექტი მათივე ხელისუფლების პირობებში გაჩერდა და „თანაინვესტირების ფონდმა“ სწორედ დღეს მოქმედი ხელისუფლების პერიოდში, პროექტის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამაში ფონდმა 90 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული პროექტი ადრე, ძველი ხელისუფლების მიერ თანამედროვე სტანდარტებით მშენებლობისა და განვითარების სიმბოლოდ იყო წოდებული. დღეს კიდევ, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, აღნიშნულ პროექტს ჩირქი მოსცხონ, განვითარება და შენება კი ერთგვარ დანაშაულად გამოიყვანონ, რაც კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ. ჩვენ გვჭირდება მეტი მსგავსი პროექტი, პირველ რიგში, მაღალი ხარისხის დაცვით განხორციელებული პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის განხორციელებისას გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი“ - განაცხადა კახა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა