საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღოგაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის
(UNECE) მიერორგანიზებულ მდგრადი განვითარების რეგიონულფორუმში.
ფორუმის გახსნის ცერემონიაზე, ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვისადმი (VNR) მიძღვნილ მაღალი დონის სეგმენტში ლაშა დარსალიამ განცხადება გააკეთა და 2016 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) შესახებ ისაუბრა.
საკუთარ გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ეროვნულ სტრატეგიასა და პრიორიტეტებზე. ასევე განაცხადა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები შესაბამისობაში მოდის მდგრადი განვითარების მიზნებთან. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს მდგრადი განვითარების პოლიტიკის განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურული პროექტები, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ინვესტიციების მოზიდვა, მოსახლეობის ჩართულობა ეკონომიკურ აქტივობებში და სხვა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა 2020 წლისთვისაც გეგმავს ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის მომზადებას.
ეს ღონისძიების ფარგლებში, ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით მოეწყო ქართული კუთხე, რომელზეც წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი თემატური საინფორმაციო მასალა საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ტურისტული პოტენციალისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით გატარებული რეფორმების შესახებ.

















