logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების საზღვაო უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზრდება
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების საზღვაო უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზრდება
15:11 25.03.2019
საქართველო ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემას (LRIT CDC) მიუერთდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის პირველია, რომელიც აღნიშნული სისტემის ნაწილი გახდა.

"ევროკავშირმა გადაწყვეტილება გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემასთან საქართველოს მიერთების შესახებ ქვეყანაში საზღვაო ტრანსპორტის დარგში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე მიიღო. ევროკავშირი საქართველოს თხოვნას გაწევრიანების შესახებ 1 წელი იხილავდა. საქართველოს საზღვაო სექტორმა გაიარა უმკაცრესი 1 წლიანი მონიტორინგი და უმკაცრეს კრიტერიუმებზე დაყრდნობით წარმატებით გადალახა გაწევრიანების ყველა ეტაპი.
შედეგად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს მიერთებას ევროკავშირის კოლექტიურ მონაცემთა ცენტრთან (LRIT CDC). ასეთი ტიპის ინტეგრაცია პირდაპირ ევროპულ სერვისებში, ერთ-ერტი პირველია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში.

ამ სისტემაში ჩართვით საქართველოს გაუჩნდება შესაძლებლობა ყოველ 6 საათში ავტომატურ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მისი დროშის ქვეშ მცურავი გემების შესახებ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან; ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღოს ინფორმაცია ევროკავშირის წყლებში მცურავ ნებისმიერ გემზე, რომელიც გაივლის საქართველოს საზღვრებიდან 1000 საზღვაო მილის ფარგლებში. გარდა ამისა, ევროკავშირის LRIT სისტემაში ჩართვით საქართველოს ხელი მიუწვდება მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო ქსელთან (LRIT) და მის წევრ სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობით კუთხით.
შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება მსოფლიო საზღვაო სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ხარისხი, საქართველო გახდება პრესტიჟული ევროპული სტრუქტურის წევრი ქვეყანა, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება საქართველოს საზღვაო დროშის იმიჯზე.

ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს შესაძლებლობები საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და ზღვის გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ამდენად, ამ სისტემაში გაწევრიანება წარმოადგენს მეკობრეობასთან ბრძოლისა და ჩვენი მეზღვაურების დაცვის ქმედით საშუალებას.

ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემა დღესდღეობით მსოფლიოს გლობალურ LRIT სისტემაში ჩართული ყველაზე თანამედროვე და მსხვილი მონაცემთა მართვის ცენტრია, რომელიც დღის განმავლობაში 8000 გემს უწევს მონიტორინგს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა