საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდას, პარლამენტში მხარი დაუჭირეს.
ინიციატივა "ევროპულ საქართველოს" ეკუთვნის.
დღეს მოქმედი კანონის თანახმად, თუ გამოწერილი საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატება, ის განბაჟებას ექვემდებარება.
„ევროპული საქართველოს“ წევრები ინიციატივას ლარის კურსის გაუფასურებით ხსნიან და აცხადებენ, რომ მეორე მოსმენაზე დეპუტატებს მინიმალური მარჟის 700 ლარამდე გაზრდას შესთავაზებენ.
რაც შეეხება რისკებს და მაღაზიების ზარალს, რომლებიც იმპორტირებულ საქონელს ყიდიან. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნება" გაიზიარებს ინიციატივას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეღავათების დაწესების შესახებ, მაღაზიებს გამოწერის გაიაფებით, ზარალი აღარ მიადგება.
"არის კითხვა, ხომ ხომ არ დააკლდებათ შემოსავლები მაღაზიებს, ეს ინიციატივა ნაწილი იყო პაკეტის, რომელიც მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებთ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. თუ ეს შეღავათები დაწესდება, მაშინ მაღაზიები არ დაზარალდებიან, როდესაც მოქალაქეები ტანსაცმელს გამოიწერენ. ჩვენ ზოგადად მომხრე ვართ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს შეღავათი დაუწესდეს,"-განუცხადა "რუსთავი2"-ს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

















