logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის განვითარებას აგრძელებს
საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის განვითარებას აგრძელებს
13:20 25.03.2019
ქვეყნის წამყვანი ბანკი, ღია ბანკინგის სტრატეგიის ფარგლებში ფინტექ სფეროს განვითარებას აგრძელებს. ბანკის მხარდაჭერით Startup Grind Tbilisi-ს ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ევროპაში წარმატებული ფინტექ სტარტაპის ქართველმა დამფუძნებელმა, თამაზ გიორგაძემ მოწვეულ სტუმრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ შექმნა ფინტექ კომპანია Raisin, რომელმაც 178 000 000 დოლარის ინვესტიციის მობილიზება შეძლო და ახლა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიაში ერთ-ერთი ბანკის შესყიდვასთან დაკავშირებით. სპიკერმა ისაუბრა, თუ როგორ შეძლო 2013 წელს გერმანიაში დაფუძნებულმა პლატფორმამ 4 მილიარდ დოლარამდე ტრანზაქციის განხორციელება და მომხმარებლის მოზიდვა ევროპის 31 ქვეყნიდან. ღონისძიებას 500-მდე მონაწილე დაესწრო, საგამოფენო ნაწილში კი 10-მდე სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ბანკი სტრატეგიულ მიზნად ისახავს საქართველოში ფინტექ მიმართულების განვითარებას. სწორედ ამიტომ, BOG Fintech თანამშრომლობს ისეთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Startup Grind Tbilisi, Google Developers Group, Data Science Tbilisi და Product Tank Tbilisi.

ინფორმაციისთვის, ღია ბანკინგი (open banking) მსოფლიოს წამყვანი ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეთა ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო მომსახურების პროცესში ახალი ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების, ე.წ. ფინტექ სტარტაპების ჩართვის ხელშეწყობას და ამ გზით მომხმარებლებისთვის მომსახურების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას. საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის განვითარების ფარგლებში, ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება და პლატფორმა, სადაც ხელმისაწვდომია API სენდბოქსი, მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. BOG Fintech პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკმა სპეცილური პლატფორმა www.fintech.ge შექმნა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა