logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოში საწარმოთა გამჭვირვალობის მხარდასაჭერად ევროკავშირის პროექტი დაიწყო
საქართველოში საწარმოთა გამჭვირვალობის მხარდასაჭერად ევროკავშირის პროექტი დაიწყო
11:56 23.03.2019
საქართველოში დაიწყო ევროკავშირის დაძმობილების ახალი პროექტი „ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის ხარისხის ამაღლება საქართველოში“, რომლის მთავარი პარტნიორი ქვეყანა საბერძნეთია.

პროექტი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის დაძმობილების პროექტი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ხარისხის ამაღლების პროცესში.

„აღნიშნული რეფორმა, ხელს უწყობს გაუმჯობესებული კორპორაციული მმართველობის ჩამოყალიბებას, ბიზნესსექტორში გამჭვირვალობის ზრდასა და მის განვითარებას. იგი მნიშვნელოვანია ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკაში რისკების შემცირებისთვის. ამ რეფორმის შედეგები აისახება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე. ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია რეფორმის გაძლიერებისა და აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

„ევროკავშირის სტანდარტებსა და პრაქტიკასთან საქართველოს კანონის მეტად დაახლოება და სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფინანსური გამჭვირვალობის და სტაბილურობის განმტკიცებას, რაც უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, ვინსენტ რეიმ.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოსთვის. აუცილებელია ფინანსური აღრიცხვა და აუდიტი იყოს სანდო და გამჭვირვალე. ამ სფეროში საქართველო არ განიცდის გამოცდილების ნაკლებობას, თუმცა საჭიროა, ქვეყანამ პირნათლად შეასრულოს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, რადგან საბერძნეთმა გაიარა ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. ჩვენც გვქონდა იგივე პრობლემები, რომლებიც ამჟამად თქვენ წინაშეა, ამიტომ ვფიქრობთ, ჩვენთვის უფრო მარტივია დაგეხმაროთ რეფორმის განხორციელების პროცესში“ - აღნიშნა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისმა.

პროექტის ლიდერებმა - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, იური დოლიძემ და პანაიოტის იანოპულოსმა, საბერძნეთის ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების ზედამხედველობის საბჭოდან (HAASOB), შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს პროექტის ამოცანები და აღნიშნეს, რომ საერთო მიზნების მისაღწევად, ისინი გეგმავენ მჭიდრო და გრძელვადიან თანამშრომლობას.

პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ბიზნესასოციაციების, სახელმწიფო დაწესებულებების, აკადემიური წრეების, პროფესიული ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დაძმობილების პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც მიიღწევა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან სრულფასოვანი დაახლოების გზით. პროექტი ასევე დაეხმარება საქართველოს, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში.

საწარმოების ფინანსური აღრიცხვის და აუდიტის ხარისხის ამაღლება არსებითად მნიშვნელოვანია უფრო გამჭვირვალე, სტაბილური და კეთილდღეობის ხელშემწყობი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისთვის და შედეგად, ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

დაძმობილების პროექტების მეშვეობით, ევროკავშირი ხელს უწყობს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს საჯარო დაწესებულებებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას. ამგვარი პარტნიორობა ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და ექსპერტული ცოდნის გადაცემას ისეთი აქტივობების მეშვეობით, როგორიცაა სემინარები, ტრენინგები, სასწავლო ვიზიტები და სხვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა