logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სურსათის სააგენტო: ფუტკრის დაცემა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის შედეგად არ მომხდარა
სურსათის სააგენტო: ფუტკრის დაცემა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის შედეგად არ მომხდარა
17:08 22.03.2019
დასავლეთ საქართველოში ფუტკრის დაცემა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარებული წამლობის შედეგად არ მომხდარა. შეწამვლითი ღონისძიებები გასული წლის ოქტომბერში დასრულდა, მიმდინარე წელს კი ჯერ არ განახლებულა.

ფუტკრის დაცემის ცალკეულ შემთხვევებს მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეისწავლის. დაფიქსირებული ფაქტების მიზეზების დასადგენად საჭიროა ჩატარდეს კვალიფიციური ლაბორატორიული კვლევები. სპეციალისტების აზრით, მიზეზი, შესაძლოა, იყოს სხვადასხვა დაავადება (მათ შორის ვაროატოზი).

სურსათის ეროვნული სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელება ხელს შეუშლის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად ჩატარებას. შედეგად, ვერ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლისგან დაცვა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში მონიტორინგს ახორციელებენ.

ფართობების პრეპარატით დამუშავების ვადა მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით განისაზღვრება და მას შემდეგ დაიწყება, როცა მავნებელი თავშესაფარიდან გამოვა. შეწამვლითი ღონისძიებებისთვის გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპარატები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მეფუტკრე ფერმერები აქტიურად იქნებიან ჩართული წამლობის ვადების განსაზღვრის და ფუტკრის დაცვის ღონისძიებების შემუშავების პროცესში.
მუნიციპალიტეტებში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფები უზრუნველყოფენ მეფუტკრე ფერმერების აღრიცხვას და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრს.

წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე გაიგზავნება; შემუშავდება სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სპეციალური აღმნიშვნელი ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გააგრძელებენ აქტიურ საკონსულტაციო სამუშაოებს მეფუტკრეებთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა