logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რრრრრ
რრრრრ
16:36 22.03.2019
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

მიმდინარე წლის 19-20 მარტს, ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკურ ბიუროში რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც ყველაზე მაღალი რანგის ფორმატია რეგიონის საავიაციო უწყებებისთვის, ორმოცდაათამდე ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების და წამყვანი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების (EASA, EUROCONTROL, ECAC, EU DG MOVE) პირველი პირები ესწრებოდნენ.

სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით ICAO-ს გენერალური მდივანი დოქტორ ფანგ ლიუ და პარიზის ბიუროს რეგიონალური დირექტორი სილვია გერერი წარსდგნენ. შეხვედრის თავჯდომარედ პორტუგალიის საავიაციო ხელისუფლების აღმასრულებელი დირექტორი ლუის მიგელ სილვა რიბეირო აირჩიეს, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის, ლევან კარანაძის კანდიდატურა ერთხმად იქნა მხარდაჭერილი. პორტუგალიისა და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების პირველი პირები ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის ფორმატს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებენ.

თავის გამოსვლაში, სააგენტოს დირექტორმა შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. ლევან კარანაძის თქმით, საქართველო აქტიურად ჩაერთვება EURNAT-DGCA ფორმატით გათვალისწინებულ საქმიანობაში და ეცდება დადებითი წვლილი შეიტანოს რეგიონის სამოქმედო გეგმით (2020-2022წწ) განსაზღვრული აქტივობების განხორციელებაში. ამასთან, სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ქართული მხარე მაქსიმალურად გამოიყენებს მიღებულ შესაძლებლობას ევროპულ საავიაციო ინტიტუტებთან და ხელისუფლებებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, წევრი სახელმწიფოს სტატუსით, ქართულმა დელეგაციამ განსახილველად ასევე საავიაციო უშიშროებისა (AVSEC) და ფორმალობების გამარტივების (Facilitation) საკითხი გაიტანა.

თავის მხრივ, ICAO-ს პარიზის ბიურომ დადებითად შეაფასა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქტიური ჩართულობა “No Country Left Behind” (NCLB) ინიციატივაში, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს სპეციალისტები გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას უზიარებენ პარტნიორ საავიაციო ხელისუფლებებს.

ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრა (EURNAT-DGCA Meeting) პირველად 2017 წელს ჩატარდა. მაღალი დონის ფორმატის მიზანია კოორდინაციის გაუმჯობესება და პროცესების ჰარმონიზაცია რეგიონალურ დონეზე, ასევე ევროპული სამუშაო ჯგუფების (EANPG, NAT SPG, RASG-EUR, ENAVSECG) საქმიანობის შეფასება, შესაბამისი სამოქმედო გეგმების განსაზღვრა და აღსრულების ხელშეწყობა. საავიაციო ხელისუფლებების პირველი პირების შეხვედრები ამ ეტაპზე ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა