logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კალაძე: ტაქსების რეფორმის შედეგები მძღოლების და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება
კალაძე: ტაქსების რეფორმის შედეგები მძღოლების და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება
10:25 22.03.2019
ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციების გავრცელება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, აღნიშნული რეფორმის შედეგები პირველ რიგში, ტაქსის მძღოლების და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.

„ტაქსების რეფორმა დავიწყეთ იმისთვის, რომ ეს სფერო მოწესრიგებული იყოს. სამწუხაროდ, გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად, არასწორი ინფორმაციის მიწოდება ხდება. პირველ რიგში, ეს რეფორმა მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლებისთვის და ზოგადად, ქალაქისთვის, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არავინ არავის ავალდებულებს და არაფერს აძალებს. არის ორი მიმართულება, რომლითაც შეუძლიათ მათ რომ ისარგებლონ: A კატეგორიის ლიცენზია და B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება გადაღებვის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ადამიანებისთვის სერიოზული პრობლემა ყოფილიყო. მესმის, არსებული სოციალური მდგომარეობა. ძირითადად, ეს ადამიანები იმიტომ არიან ამ საქმიანობით დაკავებულები, რომ უჭირთ. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც დღის განმავლობაში სამსახურში მუშაობს და შემდეგ მგზავრების გადაყვანას ახორციელებს. ჩვენ ესეც გავითვალისწინეთ და ამ ადამიანებს რომ კიდევ ზედმეტი ხარჯი არ ჰქონოდათ, ვაუჩერების გადაცემა გადავწყვიტეთ. კომპანია, რომელმაც ჩვენს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა, თავის ვალდებულებას შეასრულებს და ტაქსის მძღოლებს გადაღებვაში არცერთი თეთრი არ დაეხარჯებათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტაქსის მძღოლები უფასო პარკინგით და ასევე, რეკლამის შემოსავლით ისარგებლებენ. ეს პირველ რიგში, მათი და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქნება ასახული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ასევე, როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რეფორმის გატარების აუცილებლობა სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ ბაზარი დარეგულირდეს და ჯანსაღი კონკურენცია გაჩნდეს.

„რაც კი რეფორმა წამოვიწყეთ, პარკირების, ტაქსების თუ სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით, ოპოზიციური პარტიების მოწოდება არის, რომ გავჩერდეთ და არაფერი გავაკეთოთ. ჩვენ „არაფრის“ საკეთებლად არ მოვსულვართ და საჭიროა ისეთი რეფორმების განხორციელება, რომელიც განავითარებს ჩვენს ქალაქს და ამ შემთხვევაში სატრანსპორტო სისტემას. დღეს, გვაქვს სრულად დერეგულირებული ტაქსის ბაზარი და არაჯანსაღი კონკურენცია, რაც ქმნის ე.წ. დემპინგურ ფასებს, მომსახურების ხარისხის გაუარესების ხარჯზე ხდება ფასების მინიმიზაცია. ამით, პირველ რიგში, ტაქსისტები ზარალდებიან. დღეს, ტაქსის ბაზარი არ ეკუთვნით მხოლოდ ტაქსისტებს, ის ეკუთვნით ტაქსისტებს და აგრეთვე ადამიანებს, რომლებიც დამატებით შემოსავალს ეძებენ. ისინი არ არიან ტაქსისტები და ეს მათთვის პარალელური საქმიანობაა. ჩვენ ორივე კატეგორიის მომსახურების გამწევებს ვთავაზობთ იმავე ფორმატით სერვისის გაგრძელებას, უბრალოდ ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ. არსებობს A კატეგორიის, ე.წ. ქუჩის ტაქსი, რომელიც ქუჩიდან ახდენს მგზავრის აყვანას და არის ბრენდირებული და არსებობს B კატეგორია, რომელსაც ვიზუალის, ფერის სტანდარტი არ აქვს, არც მანათობლის გამოყენება სჭირდება და ეკრძალება კიდევაც, შეუძლია აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. „რაითშეარინგის“ პრინციპში ჩაერთოს და გააგრძელოს შემოსავლის მიღების მიზნით, მგზავრის გადაყვანა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

რაც შეეხება რეგულაციების გადახედვის საკითხს, ვიცე-მერის თქმით, რეფორმის გადავადება არ იგეგმება და მისი მეორე ეტაპი მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა