logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ბელარუსიის მხარე ქართული პროდუქციის იმპორტს გააძლიერებს
გიორგი ქობულია: ბელარუსიის მხარე ქართული პროდუქციის იმპორტს გააძლიერებს
14:00 21.03.2019
„ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა, ბელარუსი ჩვენი ახლო და კარგი პარტნიორია, ამ ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკას მომავალში ძალიან წაადგება. ბელარუსის მხარე მზად არის, გააძლიეროს ქართული პროდუქციის, კერძოდ, კვების პროდუქტების იმპორტი “, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომის დასრულების შემდეგ. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, სხდომის შემდეგ მხარეების მიერ ძალიან მნიშვნელოვან ოქმს მოეწერა ხელი, რომელიც საქართველო-ბელარუსს შორის თანამშრომლობის დამატებით საშუალებებს ხსნის.

სოფლის მეურნეობა, კერძოდ, კვების პროდუქტები და მეცხოველეობა, წარმოება, ტურიზმი, ტრანსპორტის სფერო, ტექნოლოგიები და ფარმაცია - ის სექტორებია, სადაც საქართველო და ბელარუსი თანამშრომლობის გაძლიერება-გაღრმავებას გეგმავენ. მათ შორის, გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოში ბელარუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება. „ბელარუსს ასევე ძალიან ძლიერი მეცხოველეობის სექტორი აქვს, ამ მიმართულებით შეიქმნა საერთო პროექტი, კერძოდ, საქართველოში ბელარუსის დახმარებით მეცხოველეობის ცენტრი იქმნება, ისინი ჩვენ გადმოგვცემენ 100-ზე მეტ სპეციალური ჯიშის მსხვილფეხა საქონელს, რაც ამ სექტორის გაძლიერების და განვითარების საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კიდევ ერთი სექტორი, სადაც ორი ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს და მომავალში კიდევ უფრო მეტად გეგმავს ამ თანამშრომლობის გაღრმავებას, წარმოებაა. გიორგი ქობულიას განცხადებით, საუბარი შეეხო ტრაქტორების და ლიფტების ერთობლივ წარმოებას, რაც საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას იძლევა.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველო-ბელარუსს თანამშრომლობის ასევე ძალიან დიდი პერსპექტივები აქვთ ტრანსპორტის და ტექნოლოგიების სექტორში. „ესაა როგორც სატვირთო გადაზიდვები, ასევე ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გავაიაფოთ ბელარუსიდან პირდაპირი რეისები, რათა იქიდან უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში. ასევე მოლაპარაკება ვაწარმოეთ ტექნოლოგიების დარგში - საქართველოს და ბელარუსის ტექნოლოგიურმა ცენტრებმა მოილაპარაკეს თანამშრომლობაზე, ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, თანამშრომლობის ასევე დიდი პოტენციალია - ბელარუსს აქვს ტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქცია“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველო-ბელარუსი ასევე აქტიურად ითანამშრომლებენ მედიცინის სფეროში - გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოში იხსნება ფარმაცევტული საწარმო, სადაც იწარმოება ის პრეპარატები, რომელთა იმპორტიც აქამდე ბელარუსიდან ხდებოდა. „საქართველოში ჯი-ემ-პი სტანდარტების შემოღებასთან 2021 წლიდან იქნება ძალიან დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ საქართველომ აქ წარმოებული პრეპარატების ექსპორტიც კი გააძლიეროს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა