logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოში პირველი ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების საწარმო აშენდება
საქართველოში პირველი ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების საწარმო აშენდება
13:34 21.03.2019
საქართველოში პირველი ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების საწარმო აშენდება - მსოფლიოში ცნობილი „აპტოსის“ ძაფების (გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში სახისა და სხეულის დასაჭიმად) გამომგონებელი ქართული კომპანია თბილისში, ორხევის დასახლებაში საწარმოს მშენებლობას იწყებს. დღეს,16.50 საათზე, გივი ამილახვარის ქუჩა # 15-ში (ორხევის დასახლება) კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიას საქართთველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია დაესწრება.

„აპტოსი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

აპტოსის ძაფები ქართული ინოვაციური გამოგონებაა, რომელიც 23 წლის წინ შეიქმნა, გერმანიაში იწარმოება და Made in Germany-ს სახელით ხვდება მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყნის პლასტიკური და ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტების სამუშაო სივრცეში. ორხევში საწარმოს აშენების შემდეგ წარმოება მთლიანად საქართველოში გადმოვა და პროდუქტი „Made in Georgia”-ს წარწერით გავა, როგორც უკვე არსებულ საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა ბრაზილია, აშშ, კანადა, მექსიკა, ტაილანდი და სინგაპური. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „აპტოსი“ არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ხაზს უსვამს მისი წარმოების ხარისხსა და საექსპორტო შესაძლებლობებს.

„აპტოსმა“ პირველი ესთეტიკური მედიცინის პროდუქტების საწარმოს ასაშენებლად და უახლესი ტექნოლოგიების შეძენისთვის, 2018 წლის თებერვალში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ისარგებლა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით, რომლის საფუძველზეც კომპანიას გადაეცა 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2019 წლის მარტში, კომპანიამ ასევე ისარგებლა პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

საწარმო 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდება და პირველ ეტაპზე 100 ადამიანს დაასაქმებს, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ. ლარს შეადგენს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა