logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიხსნა
საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიხსნა
11:18 21.03.2019
სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო - ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა ოფიციალურად გაიხსნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სხდომაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელიც ბელარუსის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მიხაილ რუსისთან ერთად კომისიის თანათავმჯდომარეა.

თავის მისალმებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ბელარუსთან, როგორც მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორთან თანამშრომლობას, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. მან ყურადღება გაამახვილა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი როგორც ორმხრივი ვაჭრობის, აგრეთვე ინვესტიციების განხორციელებისა და ერთობლივი საწარმოების ორგანიზების მიმართულებით.

ამ მხრივ, მინისტრმა აქცენტი გააკეთა რამდენიმე ორმხრივ პროექტზე, რომლებიც ხელს უწყობენ ვაჭრობისა და წარმოების სფეროების დაახლოებას საქართველოსა და ბელარუსს შორის. გიორგი ქობულიამ მადლობა გადაუხადა ბელარუსის მხარეს ბელარუსში შპს „ქართული ნატურალური პროდუქტების“ ამოქმედებისთვის, რომელიც უახლოეს პერიოდში მინსკში საქართველოს სავაჭრო ცენტრს გახსნის. აღნიშნულ კომპანიას მიენიჭა საქართველოდან ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქციის ექსპორტის განხორციელების უფლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საქართველოში წარმოებული ტრადიციული პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და ნიშური პროდუქტები. გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტის განხორციელება ბელარუსის დედაქალაქში და აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს როგორც საქართველოდან პროდუქციის ექსპორტს ბელარუსში, ასევე დადებითად აისახება საქართველოს ცნობადობაზე, რაც ასევე პოზიტიურად იმოქმედებს ტურისტული ნაკადების ზრდაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქართულ - ბელარუსულ ერთობლივ საწარმოზე, რომლებიც საქართველოში ლიფტებს აწყობს.

კიდე ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც გიორგი ქობულია თავის გამოსვლაში შეეხო, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა იყო. მისი თქმით, ბელარუსი საქართველოს ტოპ-ოცეული ქვეყნების სიაში, საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, მეთერთმეტე ადგილზეა. 2018 წელს საქართველოში ბელარუსიდან, წინა წელთან შედარებით, 43 პროცენტით მეტი ვიზიტორი შემოვიდა.

მისალმების დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიამ ორმხრივი კომისიის წევრებს ნაყოფიერი თანამშრომლობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ორმხრივად მომგებიანი გახდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა