logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ვახტანგ ლაშქარაძე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ვახტანგ ლაშქარაძე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა
10:40 21.03.2019
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებაში არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უმთავრესი ღირებულებებია პარტნიორობა და გამჭვირვალობა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უწყების სტრატეგიულ ამოცანად კვლავ რჩება, არა მხოლოდ საგადასახადო კანონდარღვევათა ადმინისტრირება, არამედ მათი პრევენცია.

მისი თქმით, ასევე დიდი ყურადღება ეთმობა მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებას და მათთვის გადასახადების გადახდის მნიშვნელობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. როგორც მან განმარტა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასაწავლებელთან და ყოველ წელს ახორციელებს როგორც შემეცნებით, ასევე საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამებს.

შეხვედრაზე, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილიც ესწრებოდა, დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. დასასრულს, ვახტანგ ლაშქარაძემ შემოსავლების სამსახურის სახელით მადლობა გადაუხადა სტუმრებს და აღნიშნა, რომ ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

სამუშაო შეხვედრას ათი კომპანიის, კერძოდ: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA), საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia), საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველო–ევროპის ბიზნეს საბჭოს (EUGBC), ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA Georgia), გადასახადის გადამხდელთა კავშირის (TPU), საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციისა და სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი პირი ესწრებოდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა