logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქობულიამ ბელარუსული კომპანიებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო
ქობულიამ ბელარუსული კომპანიებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო
18:01 20.03.2019
„უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები თანმიმდევრულად ვითარდება. საქართველოდან ბელარუსში ექსპორტზე გადის ჩვენთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქცია როგორიცაა: მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები, ღვინო, თხილი, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, სამკურნალო საშუალებები და სხვა. დღევანდელი ღონისძიება ორივე მხარის ბიზნეს წრეების დაახლოების კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე. გიორგი ქობულია შეხვედრას საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის სიტყვაში საქართველო-ბელარუსის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, საქართველო არის ახალი განვითარებადი ბაზარი, რომელსაც მიზნად აქვს დასახული გლობალურ ეკონომიკაში საკუთარი თავის დამკვიდრება, საერთაშორისო ბაზარზე სრულფასოვანი ინტეგრაცია და დივერსიფიკაცია. მან ბელარუსის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო. „ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის უზრუნველყოფით, საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად ისწრაფვის, რომ ქვეყანა გარდაქმნას რეგიონალურ ჰაბად. განხორციელებული რიგი რეფორმების შედეგად, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები აქვს, ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა ბიზნესის დაწყების კუთხით და ა.შ.“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისთვის, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ბელარუსული კაპიტალით შექმნილი 70-მდე კომპანია საქმიანობს. „ვიმედოვნებ, რომ საქართველოში კაპიტალის დაბანდებისა და ასევე, ერთობლივი საწარმოების გახსნის თვალსაზრისით, დღევანდელი ღონისძიება დამატებითი სტიმული იქნება ბელარუსული კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ქართულ-ბელარუსული საქმიანი საბჭოს ფორმატში, 14-მა ქართულმა და 14-მა ბელარუსულმა კომპანიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 2 806 780 აშშ დოლარია. მხარეებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა მსხვილ სასოფლო სამეურნეო ტექნიკაზე (ტრაქტორები და კომბაინები), ლიფტებზე, ქართული ჩაის ექსპორტზე და სამკურნალო პრეპარატების მიწოდებაზე. ასევე გაფორმდა შეთანხმებები სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის კუთხით.

2018 წელს საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 87,10 მლნ. აშშ დოლარია. ექსპორტი გაიზარდა და 28 641 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა