logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არგენტინის ტურიზმის მინისტრი საქართველოს ეწვევა
არგენტინის ტურიზმის მინისტრი საქართველოს ეწვევა
12:56 20.03.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა არგენტინის ტურიზმის მდივანს გუსტავო სანტოსს, არგენტინის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ბეატრის ავილას და ევროკავშირთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელს ესეკიელ ფერნანდესს ლანგანს.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა გუსტავო სანტოსს საქართველოს გულითადი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის და ხაზი გაუსვა მის განსაკუთრებულ წვლილს საქართველო-არგენტინის ურთიერთობების გაღრმავებაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არგენტინასა და საქართველოსთვის და აღინიშნა რომ არსებული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში არგენტინის ტურიზმის მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი. არგენტინელი მინისტრის განცხადებით იგი მოხარულია ეწვიოს საქართველოს, რომელმაც ბოლო პერიოდის განმალობაში, არსებული გამოწვევების მიუხედავად ბევრს მიაღწია. მხარეები მიესალმნენ ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის სფეროში არგენტინასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას, რომელსაც ხელი გუსტავო სანტესის ვიზიტისას მოეწერება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში არგენტინის მდიდარ გამოცდილებას. თავის მხრივ ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოში ტურიზმის მზარდ ინდუსტრიას და აღნიშნულ სფეროში არგენტინასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე საუბარი შეეხო ორივე ქვეყანაში ცნობადობის ამაღლებისა და კულტურული კავშირების დამყარებისთვის საჭირო ღონისძიებების ორგანზიებას, ამ მხრივ მხარეები შეთანხმდნენ ხელო შეუწყონ ორი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების დაახლოებას და მედია საშუალებების აქტიურ ჩართულობას როგორც არგენტინაში საქართველოს პოპულარიზაციის, ასევე საქართველოში არგენტინის შესაახებ საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არგენტინის საკანონმდბელო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროგრესზე, ქვეყანაში განხორციელებულ წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, ასევე საქართველოს წამყვან საერთაშორისო პოზიციებზე ბიზნესის წარმოების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს თვალსაზრისით.

აღინიშნა რომ დავით ზალკალიანის მიმდინარე ვიზიტი არგენტინაში ხელს შეუწყობს ორმხრივი როგორც პოლიტიკური ასევე სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას.

დავით ზალკალიანი ლათინური ამერიკის ქვეყნებს 17-23 მარტის ფარგლებში სტუმრობს. არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე მონაწილეობს “სამხრეთ სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაში.“
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა