logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეროვნულ ბანკში მეწარმეთა ფინანსური განათლების მიზნით ტრენერების გადამზადება გრძელდება
ეროვნულ ბანკში მეწარმეთა ფინანსური განათლების მიზნით ტრენერების გადამზადება გრძელდება
11:18 20.03.2019
მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების პროგრამის ფარგლებში, მეწარმეების ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებისა და ქვეყანაში მეწარმეთა ხელშეწყობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის დაინტერესებული ორგანიზაციების ტრენერების გადამზადებას განაგრძობს.

ამჯერად ტრენერთა ტრენინგში (TOT) მონაწილეობა ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და "კრეატიული განვითარების ცენტრის" (CDC) ტრენერებმა მიიღეს, რომლებიც მეწარმეთა შესაძლებლობების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროექტს ახორციელებენ.

"კრეატიული განვითარების ცენტრი", ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, გეგმავს ფინანსური განათლების მოდული საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 3 - წლიანი პროექტის "ინტერნეტი განვითარებისთვის" ბენეფიციარ 3 000 - მდე მეწარმეს შესთავაზოს.

მიკრო და მცირე მეწარმეთა ფინანსური განათლების პროგრამა ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს "ევროპული ფონდის სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამასთან (EFSE DF) და ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან (EDA) თანამშრომლობით შეიმუშავა. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე საწარმოების მფლობელებსა და მომავალ მეწარმეებს შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რაც მათ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ. პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა მეწარმეთა სახელმძღვანელო, სესხის კალკულატორი და ფინანსური უწყისები, რომლებიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზე უფასოდაა ხელმისაწვდომი.

2018 წელს ტრენერთა ტრენინგის გზით 15 ტრენერი, ხოლო ბენეფიციართა ტრენინგის გზით 80 - მდე მეწარმე გადამზადდა ქვემო ქართლისა და სამცხე - ჯავახეთის რეგიონებიდან.

ფინანსური განათლება მეწარმეებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში ტრენერთა ტრენინგის გავლის შემდეგ, ტრენერები შეძლებენ დამოუკიდებლად ჩაატარონ ტრენინგი ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და ფინანსური გადაწყვეტილებების შესახებ ნებისმიერ სფეროში დასაქმებული მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის; ბენეფიციარებთან ერთად განიხილონ საკვანძო საკითხები რეალურ მაგალითებსა და პრაქტიკულ რჩევებზე დაყრდნობით; და დაეხმარონ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შეფასებაში ძირითადი ინდიკატორების გამოთვლისა და დამხმარე ინსტრუმენტების - კალკულატორებისა და ფინანსური უწყისების - გამოყენების გზით.

ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში გეგმავს ტრენერთა და ბენეფიციართა ტრენინგების ციკლის გაგრძელებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა