logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულია ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა
გიორგი ქობულია ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა
15:55 19.03.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა, აგრეთვე ის შესაძლებლობები, რომელსაც ქართული კომპანიები მიიღებენ მათ მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შემთხვევაში.

„ჩვენ დღეს ძალიან შედეგიანი შეხვედრა გავმართეთ. განვიხილეთ შესაძლებლობები იმისა, თუ როგორ შეიძლება ქართულმა კომპანიებმა მეტი პროდუქცია გაყიდონ ევროკავშირის ბაზარზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ქართველი მწარმოებლების წინაშე დღეს ბარიერს წარმოადგენს ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან. „ევროკავშირი და ევროკომისია გააგრძელებს დახმარებას, რომ ჩვენმა მცირე და საშუალო ბიზნესმა ხარისხის იმ სტანდარტებს მიაღწიოს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის ბაზარზე დასაშვებად. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ ადგილობრივ მეწარმეებთან, მივაწვდით სათანადო ინფორმაციას და დავეხმარებით წარმოებული პროდუქციის ევროპის ბაზრებზე გასატანად“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკომისართან განიხილა, საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემის ეფექტურობის ამაღლებას შეეხებოდა. „ჩვენ უნდა ავამაღლოთ საქართველოს ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ეფექტურობა, რომ ჩვენს მწარმოებელს კიდევ უფრო იაფი დაუჯდეს საქონლის ტრანსპორტირება და რეალიზაცია ევროპის ბაზრებზე“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა აგრეთვე ის გამოწვევები, რაც თან ახლავს ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის არის იმ ლაბორატორიების ნაკლებობა, რომლებიც აუცილებელია ექსპორტზე გასატანი პროდუქციის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად და ასევე ბაზარზე ზედამხედველობის განსახორციელებლად.

„შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ სავაჭრო ურთიერთობები ჯანსაღია, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში არსებობს უზარმაზარი აუთვისებელი პოტენციალი. ეკონომიკის მინისტრთან ერთად ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ქართულმა კომპანიებმა სრულად ისარგებლონ არსებული შესაძლებლობებით“ - განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა