logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი ჰონგ-კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს შეხვდა
ივანე მაჭავარიანი ჰონგ-კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს შეხვდა
14:37 19.03.2019

დღეს, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, შეხვდა ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა

და ეკონომიკური განვითარების მინისტრს, ედვარდ იაუს, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციას ხელმძღვანელობს.

დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა და შესაძლო
ბიზნესკავშირების დამყარებაა ქართველ პარტნიორებთან.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჰონგ- კონგმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

დოკუმენტი 2019 წლის თებერვლიდან უკვე ძალაშია და მისი მიზანია ჰონგ-კონგსა და საქართველოს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილებისპირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საინვესტიციო და
ბიზნესკავშირების გააქტიურების პერსპექტივას, პარტნიორობის საკითხებს ისეთ სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობა და მეწარმეობის განვითარება, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიებიდა სხვა.

ივანე მაჭავარიანმა სტუმარს გააცნო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით
განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები და აღნიშნა, რომ
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილებისა და წარმატების გაზიარება, რომელიც ჰონგ-კონგს აქვს, როგორც მსოფლიოშიწამყვან საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც დიდი სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, "ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის ფარგლებში.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს
მიმართავს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით, რაც უახლოეს წლებში ხელს შეუწყობს გაძლიერდეს საქართველოს, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის
დამაკავშირებელი სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალი.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თბილისში გამართული პანელი "ინვესტირების
შესაძლებლობები საქართველოში" კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მიმართ დაინტერესებას და საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას.


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა