logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავამ მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
17:56 15.03.2019
15 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმის პირველ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მერები, მერების შეთანხმების ეროვნული კოორდინატორების - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, მერების შეთანხმების ტერიტორიული კოორდინატორები - სახელმწიფო რწმუნებულები-გუბერნატორები გურიის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, აგრეთვე მერების შეთანხმების მხარდამჭერი ორგანიზაციების - ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები. აგრეთვე საქართველოში ევროკომისიის და სხვა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ევროკომისიას და პროექტს EU4Georgia, რომელიც ეხმარება საქართველოს ენერგეტიკის რეფორმირებასა და ადგილობრივი ენერგეტიკული სისტემის ევროპულთან ჰარმონიზებაში. „მთავარია, ჩვენ ეს დახმარება სწორად და ეფექტურად გამოვიყენოთ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მან ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმებზე და საკანონმდებლო სიახლეებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ვითარებას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ჰიდრორესურსებისა და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების გამოყენების პროცესში ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და ინვესტორების კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას და განაცხადა, რომ მხოლოდ ამ ფორმით იქნება შესაძლებელი ახალი ენერგეტიკული პროექტების წარმატებით განხორციელება. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ჰიდრორესურსების ათვისება თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც დაინერგება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმა განიხილება როგორც წევრთა წინაშე არსებული პრობლემებისა და ბარიერების განსახილველი სადისკუსიო კლუბი, ინფორმაციის მრავალ არხიანი ჰორიზონტალური მიმოცვლის ფორუმი, სადაც განისაზღვრება და მოხდება შესაბამისი ეროვნული, რეგიონალური თუ მუნიციპალური ქმედებების ინიცირება.

ამ მიზნით პროგრამა აფინანსებს იმ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგეტიკული ბაზრების რეფორმირებას, ქვეყნის ენერგოდამოკიდებულების და ენერგიის მოხმარების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გახდის ენერგიის მიწოდებას უფრო საიმედოს, გამჭვირვალეს და ხელმისაწვდომს, რითაც შეამცირებს ენერგეტიკულ სიღარიბეს და ენერგოგადასახადებს, როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე კერძო სექტორისათვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა