logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულია: NEXI-სთან შეთანხმება იაპონია-საქართველოს ურთიერთობებს გააღრმავებს და იაპონურ ბაზარზე ქართულ კომპანიებს გააქტიურებს
გიორგი ქობულია: NEXI-სთან შეთანხმება იაპონია-საქართველოს ურთიერთობებს გააღრმავებს და იაპონურ ბაზარზე ქართულ კომპანიებს გააქტიურებს
11:58 15.03.2019
"შეთანხმება, რომელიც იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიასთან (NEXI) გავაფორმეთ, აუცილებელია საქართველოში იაპონური ბიზნესის განვითარებისთვის. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ იაპონიასთან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, რადგან ის კიდევ ერთ ბიძგს მოგვცემს, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს არამარტო იაპონელების შემოსვლით საქართველოში, არამედ ქართული კომპანიების გააქტიურებით იაპონურ ბაზარზე" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველოსა და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

შეთანხმება ითვალისწინებს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ხელშეწყობას, შესაბამისი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას ერთმანეთის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად და იაპონიის კომპანიების მხარდაჭერას საკუთრი საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საქართველოში, რისთვისაც იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ ექსპერტებს მიეწოდებათ შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტები.

გიორგი ქობულიას განცხადებით, NEXI - სთან გაფორმებული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია იაპონური კომპანიებისთვის, რომლებიც ახალ ბაზრებზე შედიან. აღნიშნული ორგანიზაცია არის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, რომელიც აზღვევს იაპონურ საინვესტიციო პროექტებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

„იაპონური ბიზნესი საკმაოდ სპეციფიკურია თავისი ბუნებით და რისკის აღქმით მხრივ, ამიტომ მათ სჭირდებათ გარანტირებული სადაზღვევო ინსტრუმენტის არსებობა, რომლითაც მოხდება კომპენსირება პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში“ - განაცხადა ქობულიამ.

NEXI იაპონიის სამთავრობო ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტოა, რომელიც სადაზღვევო პროდუქტებით იაპონიის ექსპორტიორებს, ინვესტორებსა და ფინანსურ კომპანიებს უზრუნველყოფს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა