logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზალკალიანი: ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია და მომავალშიც ასე იქნება
ზალკალიანი: ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია და მომავალშიც ასე იქნება
18:26 14.03.2019
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე , საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.  ერთ-ერთი კითხვა ანაკლიის პორტს შეეხო.

კითხვაზე, ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას, მინისტრმა უპასუხა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია და მომავალშიც ასე იქნება.

მისი თქმით, პროექტის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ მთავრობის სტრატეგიაშია დასახელებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გასული წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზეც.

"როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს მთავრობა არ უჭერდეს მხარს პროექტს და ის ევროკავშირის პრიორიტეტული პროექტების სიაში წარადგინოს. ეს ხომ წარმოუდგენელი. ბუნებრივია, პროექტი შეტანილი არის ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ საკითხად. ყველა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განვიხილავთ, ვახსენებთ რა პროგრესია ანაკლიის პორტის მშენებლობასთან და პროექტის განხორციელებასთან მიმართებაში. ასე იქნება მომავალშიც", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, მისი თქმით, შეხვედრების შესახებ საელჩოებისადმი მიმართვის შემთხვევაშიც არანაირი პრობლემა არ იქმნება.

"საელჩოებში თუ არის მიმართვიანობა შეხვედრებთან დაკავშირებით, ამ მიმართულებითაც არანაირი პრობლემა არ არის. არავინ მომატყუებინებს, რომ საელჩოები არ ეხმარებიან ან არ არიან ამ პროცესებში ჩართული. ამიტომ მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს პროექტი არის პრიორიტეტული და მომავალშიც ასე იქნება", – განუცხადა დავით ზალკალიანმა დეპუტატებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა